მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის, გურძემის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კახა ჯგერანაიას და სკოლის დირექციის ხელმძღვანელობით, ბავშვთა უფლებათა კონვენციის ხელმოწერის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში ამავე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მონაწილეებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებათა კონვენციის საერთაშორისო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის შესახებ. (1989 წლის 20-ნომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო ბავშვთა უფლებათა კონვენცია, ხოლო საქართველო 1994 წლის 21 აპრილს შეუერთდა).
„აღნიშნული კონვენცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვთა უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში. ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იყო სლაიდ-შოუ, ფილმები ბავშვთა უფლებათა კონვენციის შესახებ. ღონისძიებამ უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც მოსწავლეებში ისე მასწავლებლებში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა