სიახლეები
სიახლეები

ჟესტური ენის განვითარების მიზნით, ახალი ჟესტების შექმნა და 1-6 კლასის ახალი სახელმძღვანელოების რევიზია მიმდინარეობს - განათლების სამინისტრო
25-11-2019
-
+


მიმდინარეობს 1-6 კლასის ახალი სახელმძღვანელოების  რევიზია და არ არსებული ახალი ჟესტების შექმნა, რაც მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება - აღნიშნულის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის  მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ საერთაშორისო ფორუმზე „გაგება და გამოყენება“ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჟესტური ენის განვითარებას, სამინისტრო მომავალშიც ხელს შეუწყობს: 

„განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო წლებია მუშაობს ქართული ჟესტური ენის განვითარებაზე, მიმდინარეობს 1-6 კლასის ახალი სახელმძღვანელოების  რევიზია და არ არსებული ახალი ჟესტების შექმნა, რაც მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.    

სმენადაქვეითებული მოსწავლეების ინტეგრაციისთვის ქ. თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში სამინისტროს პროგრამული დაფინანსებით ფუნქციონირებს ინტეგრირებული კლასი, სადაც ხდება სმენადაქვეითებული მოსწავლეების  სხვა მოსწავლეებთან ინტეგრაცია. გარდა ამისა, შევქმენით სატელეფონო აპლიკაცია, რაც კიდევ უფრო აადვილებს მათთან კომუნიკაციას. სამინისტრო მომავალშიც ხელს შეუწყობს ჟესტური ენის განვითარებას, პოპულარიზაციას, მასწავლებლების კვალიფიკაციის გაზრდასა და მათი განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფას“. 

ეკატერინე დგებუაძემ თქმით, მნიშვნელოვანია სისტემაში გაჩნდეს კვალიფიციური ჟესტური ენის სპეციალისტები და  საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყრუ მოსწავლეების მეტი ინტეგრაცია განხორციელდეს.

საერთაშორისო ფორუმი „გაგება და გამოყენება“, „საქართველოს ყრუთა კავშირისა“ და მსოფლიო ყრუთა ფედერაციის (WFD) ორგანიზებით  გაიმართა. ფორუმი საქართველოში პირველად ჩატარდა და მიზანს მსოფლიო ყრუების და სმენადაქვეითებული საზოგადოების უფლებების დაცვა და ადვოკატირება წარმოადგენს.

ფორუმში მონაწილეობდნენ მსოფლიო ყრუთა ასოციაციების ხელმძღვანელები და გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობა  აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიას, დანიას, იტალიას, ჰოლანდიას, ტაილანდს, მალაზიას, ინდოეთს და სხვა ქვეყნებიდან. მას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება