მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
''თქვენ ალბათ იცით, რომ საქართველოში 2100 სკოლაა და, შესაბამისად, 11 ათასი ჩაჭრილი მოსწავლე გამოდის სკოლაში ხუთი, ხუთნახევარი, ექვსი ჩაჭრილი მოსწავლე. თქვენ როდესაც დაამთავრეთ სკოლა, სავარაუდოდ, თქვენს პარალელურ კლასებში იქნებოდა 5 ადამიანი, ვინც საატესტატო გაამოცდებზე ზღვარს ვერ გადალახავდა. როგორც კი დააჯამებ ამ ციფრს, რა თქმა უნდა, საშიშად ჟღერს. თუმცა 5 ადამიანი, რომელმაც ვერ გამოიჩინა საკმარისი მონდომება და კომპეტენცია, რომ საატესტატო გამოცდების ბარიერი გადაელახა, თითო სკოლაზე რომ გავთვალოთ, ასე 5-5-ად არ არის გადანაწილებული, დიდ სკოლაში მეტი იქნება, მცირე სკოლაში - ნაკლები. მოკლედ, მე ამ ციფრს საგანგაშოს არ ვუწოდებდი. თუ გვინდა განგაშის ატეხვა და ეს არის ჩვენი მიზანი, და ჩვენი ოპონენტების მიზანი სწორედ ეს არის, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, განგაში ავტეხოთ. თუ არადა, ეს დაახლოებით ისეთივე დონეა გადალახვა-ვერგადალახვის, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენ ვედრებით და მივბაძავთ განათლების ხარისხით,''- აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის თქმით, განათლების ხარისხი ჩაჭრილების რაოდენობით არ იზომება:
''მე-2 საკითხი არის, რამდენად შეესაბამება საქართველოში განათლების ხარისხი ჩვენს სურვილებს. განათლების ხარისხი, მოგეხსენებათ, ჩაჭრილების რაოდენობით არ იზომება. უფრო მაღალ სტანდარტს ვუმიზნებთ და ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს პრობლემები. ამ შაბათ-კვირას გვაქვს კონფერენცია, სადაც უფრო დეტალურად გავშლით იმ სირთულეებს. თუმცა ძალიან ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი და გასაუმჯობესებელი სასკოლო განათლების სისტემაში,''- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება