მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრები მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში გამართულ ტრანსნაციონალურ კონკურსში მონაწილეობდნენ.
კონკურსი საქართველოსა და სომხეთს შორის საგანმანათლებლო პარტნიორობის ფარგლებში, პროექტის „კომპეტენციები დასაქმებისათვის“ მხარდაჭერით ჩატარდა .
კონკურსში ქართველი და სომეხი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
კონკურსის პარალელურად, სკოლის მოსწავლეებმა და დაინტერესებულმა პირებმა მოსინჯეს პროფესიული უნარები (ხილის ჭრა, კვეთა ბოსტნეულის ჭრა, კვეთა, მცენარეების დარგვა).
აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობდნენ მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.
პროექტი „კომპეტენციები დასაქმებისათვის“ შეიქმნა ევროკავშირის ახალგაზრდული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „world vision“-ის საქართველოსა და სომხეთის ოფისებთან თანამშრომლობით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა და პარტნიორ კომპანიების მონაწილეობით.
პროექტის მიზანია სოფლად მყოფი ახალგაზრდობისათვის, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და შშმ/სსსმ პირებისათვის, პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, მათი დასაქმების ხელშეწყობა.
მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრები ტრანსნაციონალურ კონკურსში მონაწილეობისათვის სიგელებით და სხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
აღნიშნული აქტივობა გარემოს მდგრადი განვითარების მე-15 მე-17 მიზნებს შეესაბამება. პროექტი ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც