მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფოთის კერძო სკოლა „ გიმნაზიის“ მოსწავლე ლუკა გოგმაჩაძე, რომელიც 2018-2019 სასწავლო წლის „ფოთის ეტალონის მოსწავლეა“ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის "FLEX" გამარჯვებული გახდა.
ლუკა სწავლას ჯორჯიის შტატის ქალაქ ბლუმინგდეილის სკოლა "Effingham Country High School" -ში აგრძელებს.
„ლუკა გამოირჩევა ყველა სასკოლო საგანში უმაღლესი ქულებით, აქტიურად არის ჩართული სკოლის ცხოვრებაში, სადაც ქართულ ჩოხაში გამოწყობილმა უკვე მეორე პრეზენტაცია წარადგინა საკუთარი ქვეყნის შესახებ- მეგობრებს გააცნო საქრთველოს ტრადიციები, ადათ-წესები, ჩვენი კულტურა, ქართული ანბანი. ლუკა აგრეთვე მიწვეული იყო ქალაქის საკრებულოს თათბირზე. ლუკა ასევე გახდა ახალგაზრდული სამიტის- „ფოთის გაეროს მოდელირება 2019“-ის გამარჯვებული“,-ამბობს ფოთის კერძო სკოლა „ გიმნაზიის“ ეტალონის პედაგოგი მაია კუცია.
იხილეთ პრეზენტაციაზე ლუკას წარმოთქმული სიტყვა და ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ეს დღე იყო უფლის საჩუქარი ჩვენი პატარებისთვის“