მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის დოშაყეს საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა - ანა ნაჭყებიამ და თორნიკე კურდღელიამ სამუზეუმო გამოფენა „პრეისტორია“ მოაწყეს.
მოსწავლეებს ისტორიის მასწავლებელი ეკატერინე ჟვანია ხელმძღვანელობდა.
გამოფენის მიზანს წარმოადგენდა პრეისტორიული ადამიანების ცხოვრების წარმოჩენა შესაბამისი ნივთიერი მასალის, ფოტო, ნახატებისა და რუკების გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თვითონ დაამზადეს ქვის და ხის იარაღები; გარეული და შინაური ცხოველები; ნეოლითური სახლები და თიხის სხვადასხვა ნივთი. წარმოადგინეს ცეცხლის დანთებისა და შენახვის ხერხები. ნახატებისა და რუკების დახმარებით ისაუბრეს ადამიანების ევოლუციისა და განსახლების მიმართულებებზე; ქვის ხანის სხვადასხვა პერიოდის ძეგლებზე საქართველოს ტერიტორიაზე, უძველესი ადამიანების რწმენა-წარმოდგენებსა და მიღწევებზე.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც