სიახლეები
ეტალონი

„ეტალონს“ გულმხურვალედ ვხვდებით“ - წყალტუბო „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას ელოდება
26-11-2019
-
+


ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

ღონისძიებას წყალტუბოს რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „წყალტუბოს ეტალონ მოსწავლეს“ გიორგი დვალიშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ მესხეთის საჯარო სკოლასაც გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ასევე

წყალტუბოს მოსწავლეთა საყურადღებოდ

წყალტუბოს „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

„არ შეიძლება ნებისმიერი სკოლის დირექტორს „ეტალონის“ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არ ჰქონდეს“ - წყალტუბოში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და განიხილეს შიშველთესლოვანი მცენარეების ძირითად მახასიათებლები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება