მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის იყალთოს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები სოფლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
მოსწავლეები ბიბლიოთეკაში პროექტის „მე მკითხველი ვარ“ ფარგლებში იმყოფებოდნენ და ამ აქტივობის მიზანი კითხვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
„მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში დახვდათ განახლებული გარემო. მათ გაიხსენეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესები, გაიმართა დისკუსია.
მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნსა და მის დანიშნულებაზე, განიხილეს თავიანთი საყვარელი ნაწარმოებები, გაეცვნენ ბიბლიოთეკაში არსებულ მათთვის საინტერესო ლიტერატურას“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეებს დამრიგებელი ნატალია გიგოლაშვილი ხელმძღვნელობდა და სოფლის ბიბლიოთეკის გამგე - ლელა დედაბრიშვილი მასპინძლობდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც