მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტის, „სპორტი და გურულები“ ფარგლებში, სხვადასხვა ატივობები განხორციელდა.
სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ სპორტულ-გასართობ შეჯიბრ „მხიარულ სტარტებში“.
პროექტის ხელმძღვანელმა პედაგოგმა - მერაბ სიხარულიძემ სამიზნე ჯგუფს მიაწოდა ინფორმაცია სპორტის გავლენის შესახებ, თუ როგორ აისახება ადამიანის შრომისუნარიანობასა და საქმიანობის შედეგებზე სპორტული აქტივობა.
მოსწავლეებს აჩვენეს დოკუმენტური ფილმი „ქართველი ბორჯღალოსნები“, ასევე პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო მსოფლიოს ცნობილ სპორტსმენთა ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები.
პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა წარადგინეს თემატური კონფერენცია სახელწოდებით „თავისუფალი არჩევანი: მავნე ჩვევა თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი?“
პროექტში ასევე გათვალისწინებული იყო საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება თემაზე: „სპორტის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში და მათი გავრცელება თემში“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს