მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტები სტუდენტებს ახალ საბაკალავრო პროგრამას შესთავაზებენ, რომელიც სკოლამდელი დაწესებულებების მომავალი მასწავლებლებისთვის იქნება განკუთვნილი.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ etaloni.ge-ს განუცხადა, პროგრამა ჯერ აკრედიტაცია უნდა გაიაროს და აღნიშნული პროფესიის არჩევა, სავარაუდოდ, მომავალი წლის სტუდენტთა პირველ ნაკადს უკვე შეეძლება.
„საკვალიფიკაციო ჩარჩო ამ პროგრამის უკვე არსებობს, მიმდინარეობს საბოლოო რევიზია და საკითხების დაზუსტება კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით და იმედი გვაქვს მალე უკვე გვექნება ეს ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ეს საუნივერსიტეტო პროგრამა.
მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის უკვე მზად იქნება ყველაფერი და მსურველებს აღნიშნული პროგრამის სწავლა შეეძლებათ, ვნახოთ როგორ წავა პროცესი. სავარაუდოდ ეს იქნება ოთხწლიანი პროგრამა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, დგებუაძემ აღნიშნა, რომ თუკი ეს საბაკალავრო პროგრამა სკოლამდელი დაწესებულებების მომავალი მასწავლებლებისთვისაა, მოქმედ მასწავლებლებს სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგის გავლის შესაძლებლობა მიეცემათ.
„ამასთან აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა ასევე სატრენინგო მოდული აღმზრდელ-პედაგოგებისთვის და სწორედ ისინი უზრუნველყოფენ მოქმედი მასწავლებლების გადამზადებას საჭიროების შემთხვევაში“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო