მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
26 ნოემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური 6 დეკემბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდება.
Etaloni.ge კონკურსში ჩართულ პირებს ტესტირების შესაფასებლად დაუკავშირდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია:
„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი რაიონის მოსწავლეებს „ეტალონში“ მონაწილეობის არამცთუ სურვილი, მოთხოვნილება გაუჩნდათ და ეს ძალიან კარგია. მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია და მისასალმებელია, რომ სკოლები მაქსიმალურად არიან ჩართულები; ბავშვებიც მუდმივად იძიებენ ინფორმაციებს, დაინტერესებულები არიან, აიმაღლონ ცოდნის დონე. „ეტალონი“ მოტივატორია მოსწავლეებისთვის; პროექტში მონაწილეობით, ისინი იზრდებიან, თანატოლებთან ურთიერთობას სწავლობენ, მეგობრდებიან, ხდება ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება.
კონკურსს რაც შეეხება, ძალიან ობიექტურად ჩატარდა, იყო ონლაინ გადაღებები, ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები და სხვათა შორის, ქულებიც მაღალია ჩვენს რაიონში“.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ნანა მოლაშხია:
„ეტალონის“ პირველი ტური ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა ყველა სკოლაში ისე, რომ შენიშვნა საერთოდ არ გვაქვს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მსგავს პროექტებში მონაწილეობა ბავშვების განვითარებისთვისაა კარგი, მით უმეტეს, როდესაც საქმე „ეტალონს“ ეხება. ჩვენ მივესალმებით სკოლების აქტიურობას და ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას.
დაინტერესებაც დიდია, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მონაწილეობდა და არცაა გასაკვირი - ბავშვებს ინტელექტუალური უნარები უვითარდებათ და ცოდნის დონეც იმატებს“.
ჭალეს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლოდიკო აკობია:
„ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ჩატარდა; გამოიკვეთა ბავშვების დადებითი და შედარებით, სუსტი მხარეები; ძალიან საინტერესო იყო ტესტებიც, მოსწავლეებსაც მოეწონათ და ყველაზე მეტად ისაა მისასალმებელი, რომ აქტიურები იყვნენ - წინა წლებთან შედარებით, წელს ჩართულობა გაცილებით მეტია 20-25 პროცენტით. ეს კი თავად პროექტის ცნობადობის დამსახურებაა - იციან, „ეტალონი“ რა არის, იციან, როგორი საინტერესოა ასეთ პროექტებში მონაწილეობა, სკოლაც აწვდის ამ ინფორმაციას და ბავშვებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებით“.
ჭალეს N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლამზირა კვარაცხელია:
„როგორც პედაგოგი, უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ კონკურსის ობიექტურობის ხარისხს და ამიტომაც, მოსწავლეები საკმაოდ კმაყოფილები იყვნენ. სამართლიანობისთვის უნდა გითხრათ, რომ ზოგიერთ მოსწავლეს უკეთესი შედეგის ჩვენება შეეძლო, თუმცა ყველაფერი წინ აქვთ. მთავარია, რომ მონაწილეთა რაოდენობა მომატებულია. ალბათ, მოსწავლეთა აქტივობა გამომდინარეობს იქიდან, რომ პროექტი პოპულარულია, ცნობადობაც მეტია, ინფორმაციაც მეტია და ბავშვებს სურთ, საკუთარი თავი გამოსცადონ. ასე რომ, ახლა მეორე ტურისთვის მოვემზადებით და ვიმედოვნებთ, უკეთესი შედეგი გვექნება“.
ჯვარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა სამუშია:
„ბავშვების აქტივობა თვალშისაცემია და ტესტებიც ძალიან საინტერესო იყო. თვითონ პროექტია საინტერესო და კარგადაა დანერგილი ჩემ სკოლაში. მართალია, ზოგმა მოსწავლემ თავის შესაძლებლობები ჯეროვნად ვერ შეაფასა, თუმცა იმ ბავშვებმა, რომლებსაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდათ და ორჭოფობდნენ, უნდა მიეღოთ თუ არა მონაწილეობა, ძალიან მაღალი შედეგები დადეს. ამ ფაქტმა სხვა მოსწავლეებიც წაახალისა - ისინი ცდილობენ, მეტად ჩაუღრმავდნენ საკუთარ შესაძლებლობებს, მეტი ისწავლონ და მეტ წარმატებას მიაღწიონ“.
ჯვარის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანა გულუა:
„ბავშვები გულმოდგინედ მუშაობდნენ, მართლია, შეხვდათ რიგი დაბრკოლებები და ზოგ კითხვას ვერ უპასუხეს, თუმცა მიხვდნენ, რომ მეტი ცოდნა სჭირდებათ და აუცილებლად, მეტს იმუშავებენ. მთავარია, დაინტერესება ნამდვილად არის, წელს შედეგი უკეთესია და მეტი მოსწავლეც ჩაერთო პროექტში. „ეტალონის“ დამსახურებაა, ბავშვები წიგნს რომ დაუახლოვდნენ! იმედია, მეორე ტურს წარმატებით გავართმევთ თავს“.
მუჟავას საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ ხასაია:
„კონკურსმა მშვიდად და ობიექტურად ჩაიარა, მთავარი ისაა, რომ აქტიურობა მაღალი იყო, მოსწავლეების დაინტერესებულები და მოტივირებულები არიან, რადგან მათ უკეთ იციან, რომ მსგავსი პროექტები განვითარებას უწყობს ხელს“.
მუჟავას საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მანუჩარ გეთია:
„მოსწავლეებმა ცუდი შედეგი არ აჩვენეს, აქტივობაც მაღალი იყო. დაინტერესება დიდია, რადგან სურთ, საკუთარი ცოდნა შეამოწმონ. ვნახოთ, რა მოხდება მეორე ტურში“.
ჭალეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა აკობია:
„ჩვენი სკოლიდან მხოლოდ ორმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და უნდა აღვნიშნო, რომ აქტიურობით გამოირჩეოდა სსსმ მოსწავლე. ორივემ კარგი ქულები მიიღო, თუმცა მეორე ტურში არ იასპარეზებენ - ეს მათი არჩევანია. სამაგიეროდ, მომავალი წლიდან მეტი მოსწავლე გვეყოლება სკოლაში და „ეტალონში“ მონაწილეობასაც მეტი მიიღებს. ეს პროექტი ინფორმაციის მიღებისა და ინტელექტუალური უნარების განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი და მიხარია, რომ „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ. მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, ყოველ წელს ვმონაწილეობთ პროექტში“.
ჭალეს N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეკატერინე ჯანაშია:
„ეტალონის“ პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა ის შედეგი აჩვენეს, რასაც მოველოდით - სტაბილური ბავშვები არიან, მომავალი წლიდან მეტ მოსწავლეს ველით და უკვე ვიცით, რომ ბავშვებს სურვილი აქვთ, რომ „ეტალონის“ ტესტირებაში მიიღონ მონაწილეობა“.
ჯვარის N4 საჯარო სკოლის დირექტორი, გერონტი გოგოხია:
„ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. მართალია, ჩვენი სკოლის მოსწავლეებისგან უკეთეს შედეგს ველოდი, თუმცა მთავარია, რომ მოსწავლეები, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ადრე ვერ მონაწილეობდა, პროექტში ჩაერთნენ. ჩვენი სკოლიდან მეორე ტურში ორი ბავშვი გადავიდა და მათი იმედი მაქვს.
ზოგადად, ასეთ პროექტებში მონაწილეობა ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დამოუკიდებლად მუშაობას ეჩვევიან, სწავლობენ - როგორ მოიძიონ ესა თუ ის ინფორმაცია, რაც სამომავლოდ უმნიშვნელოვანესია“.
ჯვარის N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაკა ჯოლოხავა:
„შესარჩევმა ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ბავშვებიც აქტიურები იყვნენ, თუმცა სიმართლე გითხრათ, უფრო მეტს ველოდი... არა უშავს, მთავარია, ბავშვების ინტერესმა მოიმატა და ველი მათ წარმატებებს“.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა მებონია:
„შესარჩევი ტური ძალიან ორგანიზებულად, მოწესრიგებულად ჩატარდა, სათანადო დონეზე, როგორ ხდება ხოლმე და ჩვენი სკოლაც შესაბამისი პასუხისმგებლობით მოეკიდა მონაწილეობას, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, შარშან ჩვენმა სკოლამ გაიმარჯვა.
მოსწავლეებიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობას. გვყავს მაღალქულიანი მოსწავლეები და ძალიან გვინდა გამარჯვება, თუმცა ეს დიდი გამოწვევაა და ვნახოთ, რა მოხდება“.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მანანა კალანდია:
„მოგეხსენებათ, შარშანდელი გამარჯვებულები ვართ და დიდი პასუხისმგებლობა იყო, წელს ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა. ბავშვები კარგად იყვნენ მომზადებულები და მასწავლებლებიც მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს თავისა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში. მართალია, მეორე ტური მალეა, მაგრამ მოსწავლეები შემართებით არიან, განწყობაც კარგი აქვთ და ყველა ველით მათ წარმატებებს“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
ეს დღე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის
სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლეს, მაწავლებელსა და მშობელს დიდ მადლობას უხდის ასეთი ლამაზი დღისთვის
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე