მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ახალი 2019-2020 სასწავლო წლის სეზონი ოქტომბრიდან ტრადიციულად წარმატებულად დაიწყო. წლიდან წლამდე იზრდება ჩემპიონატში მონაწილე მოსწავლეთა რიცხვი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტების ჯანსაღი კონკურენციაც.
ინტელექტ-ჩემპიონატის სასწავლო წლის ღონისძიებები წინასწარ გაწერილი სქემით მიმდინარეობს და რადგანაც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ჯერ პირველი ეტაპის ტესტირებების, ხოლო შემდგომ - მეორე ეტაპის ღონისძიებების ჩატარდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ყველა მსურველ სკოლაში უნდა მოასწროს, გრაფიკი ძალიან დატვირთულია, ხოლო მუნიციპალიტეტისთვის დადგენილი თარიღის შეცვლა ხშირად შეუძლებელია... თუმცა მეგრულ მტკიცე „შემოტევას“ ვერც ჩვენმა გუნდმა გაუძლო და მუნიციპალიტეტის მთელი საგანმანათლებლო სექტორის ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით, წალენჯიხის ინტელექტ-ჩემპიონატი 2020 წლის გაზაფხულის ნაცვლად, წელს 6 დეკემბერს გაიმართება.
Etaloni.ge-სთან წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია აღნიშნავს: „მოგეხსენებათ, „ეტალონი“ ჩვენთან გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, მაგრამ სკოლებიდან ზარები არ წყდებოდა, თხოვნით - შიდასასკოლო ტურები და შესაბამისად, ღონისძიებაც უფრო ადრე ჩატარებულიყო, რათა ჩვენი მოსწავლეები წელსვე წარმოჩენილიყვნენ „ეტალონში“ მონაწილე სხვა მუნიციპალიტეტების გვერდით და ასევე გამარჯვებულს მოესწრო მონაწილეობა დეკემბერში, შემოდგომის სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონის“ გუნდს, რომ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და დეკემბერში გვაჩუქებს იმ უდიდეს დღესასწაულს, რასაც „ეტალონის“ ღონისძიება ჰქვია“.
მერიის წარმომადგენელმა, ნანა მოლაშხიამ კი გაგვანდო: „ეტალონის“ I ტურის შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ და მოუთმენლად ველით მეორე ეტაპის ღონისძიებას. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის ჩამოსვლა ჩვენ მუნიციპალიტეტში ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაულია მთელი საგანმანათლებლო სექტორისთვის და მოხარულები ვართ, რომ ღონისძიების მასპინძლობის შესაძლებლობა წელსვე გვექნება. ღონისძიების წელს გადმოტანის იდეა სკოლებისგან და რესურსცენტრისგან წამოვიდა, ჩვენ კი, მერია, რა თქმა უნდა, მხარში დავუდექით. მადლობა თქვენ, რომ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეთ“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე