მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ დასრულდა. პროგრამის მონაწილეები მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში უფროსი მასწავლებლის სტატუსით დეკემბრიდან შევლენ.
„საორიენტაციო ტრენინგები 19-მა კონსულტანტ-მასწავლებელმა გაიარა. ეს ადამიანები სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედგოგები არიან. რაც შეეხება დანამატს, მათთვის დანამატის სახით 1000 ლარია განსაზღვრული“, - აცხადებს etaloni.ge-სთან საუბარში მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, ერთ-ერთ პრობლემად კვლავ რჩება კვალიფიციური კადრების მოზიდვა საქართველოს შორეული და მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში. არის შემთხვევები, როცა სკოლას არ ჰყავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის მასწავლებელი, ან საგანს ასწავლის არასპეციალისტი.
პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზანია, კვალიფიციური კადრების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესებას და დასაქმება. ასევე მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა და ადგილობრივი თემის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო