მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
''გაზაფხულის მზიანი დღეა. უჩვეულო ფუსფუსია ასპინძის სკოლაში. ეზოდანვე იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა. დღეს ჩვენს სკოლაში ''ბოლო ზარია''. მეთორმეტეკლასელები მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს, მაგრამ მათს თვალებში ახლა უკვე სევდა იკითხება. უჭირთ ბავშვობის ლამაზ სიზმრებთან გამომშვიდობება.
დარბაზი მშობლებით, მასწავლებლებითა და მოსწავლეებითაა სავსე. ერთმანეთს ენაცვლება ცეკვა, სიმღერა და ლექსი. კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორმა, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და მასწავლებლებმა სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებული, ბედნიერი ცხოვრების გზა უსურვეს მათ. ''ბოლო ზარი'' XII კლასელების მიერ ჩატარებულმა ფლეშმობმა დააგვირგვინა.
კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაბარდა ჩვენი სკოლის ისტორიას, რომელიც განსაკუთრებით კურსდამთავრებულებისთვის იქნება დასამახსოვრებელი.''
ავტორი - ასპინძის სკოლის მასწავლებელი ლალი ალელიშვილი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.