ქვაბღის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-11-2019
დაკოპირებულია
-
+
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ქვაბღის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობდნენ.
მე-11 კლასის მოსწავლე, ნინო ირემაძე, ჩოხატაურის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მოხვდა, დანარჩენი მოსწავლეები კი „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში „ეტალონის“ ტესტირებას ორგანიზება მასწავლებელმა, ნატო თალაკვაძემ, გაუწია.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.