სიახლეები
სამასწავლებლო

„Etaloni.ge-ს თამამად შეიძლება ვუწოდოთ პირველწყარო, საიდანაც სკოლები ვიღებთ ინფორმაციებს“
04-12-2019
-
+


ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება, უკეთესი პროექტების წარდგენის მოტივაცია, სკოლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა... ასეთია სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენელთა თვალით დანახული თანამშრომლობის შედეგი. „Etaloni.ge გვაძლევს საუკეთესო შანსს, ჩვენ შესახებ ცნობილი გახდეს სხვა საჯარო სკოლებისთვის“, - ესაა ამონარიდი ერთ-ერთი კომენტარიდან, რომელიც ზუსტად გადმოსცემს საიტზე განთავსებული უტყუარი და ობიექტური ინფორმაციის აუცილებლობას.

წლის შეჯამებასთან ერთად დირექტორები ამჯერად „ეტალონის“ სხვა პროექტებზეც გვესაუბრნენ...

ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა - ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- მოსწავლის ინტელექტუალური, აკადემიური, ცოდნის დონის გაღრმავებისთვის თუ შეიძლება რაიმე პროექტი არსებობდეს, ესაა „ეტალონი“ და Izrune.ge. ჩვენი სკოლიდან ძალიან ბევრი ბავშვია ჩართული და „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ჩვენმა მოსწავლემ გაიმარჯვა, ვერ წარმოიდგენთ, სკოლაში როგორი მზაობა და მოთხოვნაა, თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთოს პროექტში.

როდესაც საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან მქონდა შეხვედრა და გამარჯვებულ მოსწავლეს გადავეცით პედაგოგიური კოლექტივის საჩუქარი - საოცრებათა წიგნი, რათა მოემზადოს მომავალი ჩემპიონატისთვის, გავაჟღერე, რომ Izrune.ge საუკეთესო მეგობრულ კლასს დააჯილდოებს და გაიცემა კიდევ მრავალგვარი ხასიათის პრიზი. მოსწავლეებმა, რა თქმა უნდა, ერთხმად გამოთქვეს მონაწილეობის მზაობა და მეტი ინტერესიც გამოიჩინეს; დამრიგებლებიც აქტიურობენ და თქვენი მონა მორჩილიც, ყოველთვის ვარ „ეტალონის“ მხარეს - ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი  ერთგულების, მომავლის რწმენის  მაგალითია. იშვიათად მინახავს პროექტისადმი ასეთი ერთგული მამულიშვილობა და, ზოგადად, ქართული მამულიშვილობა.

რაც შეეხება Etaloni.ge -ს, მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს -  საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არის მიუკერძოებელი, ესაა უტყუარი საინფორმაციო საშუალება, რომელიც ხელმისაწვდომია, პირველ რიგში, საჯარო სკოლებისთვის; და როდესაც გვაქვს ამბიცია, ვიყოთ საუკეთესო სკოლა იმერეთის რეგიონის მასშტაბით მაინც, სწორედ Etaloni.ge გვაძლევს საუკეთესო შანსს, ჩვენ შესახებ ცნობილი გახდეს სხვა საჯარო სკოლებისთვის. ამ კუთხით რაც მეტი სიახლე იქნება, რა თქმა უნდა, მივესალმები, ბოლომდე ვიქნები ეტალონის გვერდით და ყოველთვის მოვუწოდებ მოსწავლეთა თვითმმართველობას, სასკოლო ღონისძიებების ორგანიზატორებს, ჩემს მოადგილეებს, რომ  ნებისმიერი ინფორმაცია თუ ინოვაციური პროექტი აისახოს Etaloni.ge -ზე, რადგან მსგავსი ინფორმაციების გავრცელება, ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, ზრდის სკოლის ცნობადობას და გარკეულწილად,  Etaloni.ge-ს დამსახურებაცაა, სკოლის დირექტორად რომ მოვედი, 460 ბავშვი ირიცხებოდა ჩვენ სკოლაში, დღეს კი 800 მოსწავლეა. Etaloni.ge სკოლის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და მადლობას ვუხდი საიტის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს, იმ გოგონებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი და ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენი სკოლის შესახებ არც ერთი ინფორმაცია ყურადღების მიღმა არ დარჩეს.

ქიშვარდ გორგოშაძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიახლე თუ ნაბიჯი, რაც სკოლას უკავშირდება, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება და ამის მოტივატორია Etaloni.ge. საიტი ყოველ ჩვენგანს აძლევს საშუალებას, საკუთარი მოღვაწეობა გააცნოს პირველ რიგში სასკოლო საზოგადოებას და ეს არა მხოლოდ პედაგოგებისთვის,არამედ მოსწავლეებისთვისაა უმნიშვნელოვანესი  - იციან, რომ მათი  წარმატებული ნაბიჯი სხვებისთვის მაგალითი გახდება,თავად კი გაიზიარებენ სხვების გამოცდილებას.  

ნაზი სადილიანი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასწავლო წელი წარმატებით დავიწყეთ, სკოლის შენობა რეაბილიტირებულია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად ბევრი რამ გაკეთდა; დროულად შევიტანეთ წიგნები, მოვაწყვეთ ღონისძიებები, სამი მასწავლებელი წავიდა დამსახურებული ჯილდოთი და ისინი ისე გავაცილეთ, როგორც ეკადრებოდათ.

„ეტალონთან“ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობა მას შემდეგ გამოვლინდა, რაც შარშან ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებული მოსწავლე   გვყავდა; სასიხარულოა ისიც, რომ წელს შვიდი მასწავლებელი გავხდით წამყვანი, სკოლაში მაღალ დონეზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და  პედაგოგთა წარმატებას განაპირობებს „ეტალონის“ პროექტში ჩართულობა. წელს ჩვენი მოსწავლე მეოთხე ადგილზე გავიდა, ძალიან ცოტა დააკლდა გამარჯვებამდე, თუმცა ოქროს დიპლომი გადმოგვცეს. როდესაც სკოლაში შარშანდელი გამარჯვებულის ფოტო მოვიტანე, გამოვაკარი ოქროს დიპლომი და მოსწავლეებსაც მეტი სტიმული მიეცათ.

მიმოზა ღოლიჯაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მინდა, აღვნიშნო, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდით ხალისით, აბსოლუტურად მომზადებულები, მოწესრიგებულ,  გაწკრიალებულ სკოლაში... მოგეხსენებათ, ხიდისთავის საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერაა რეაბილიტირებული, ყველა პირობაა შექმნილი, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად, დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს, თავს არ ვზოგავთ, ვასწავლოთ და ისწავლონ ხარისხიანად, ასე რომ, სრული მზადყოფნა ჰქონდა ახალი სასწავლო წლისთვის ხიდისთავის საჯარო სკოლას. მით უმეტეს, ბავშვებმა იციან, რომ მათ ნებისმიერ აქტივობას Etaloni.ge ოპერატიულად და ობიექტურად გააშუქებს. ბავშვებს უხარიათ საიტზე საკუთარი შემოქმედების, ნაშრომის, წარმატების ნახვა და ამ ინფორმაციას მათი ოჯახის წევრებიც ეცნობიან.

Etaloni.ge სკოლის პოპულარიზაციას უწყობს ხელს... მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა გორთან ახლოსაა და ისეთი ტენდენცია, იყო, გორში  მიდიოდნენ ბავშვები სასწავლებლად; ახლა ეს დამოკიდებულება შეიცვალა სწორედ პოპულარობის გაზრდის გათვალისწინებით. ეს კი საშუალებას აძლევს სკოლას, სხვებს გაუწიოს კონკურენცია.

თინა ცეცხლაძე - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასწავლო წელი  სიახლეებითა და ენთუზიაზმით დავიწყეთ; მართალია, მასწავლებელთა გამოცდები დაგვემთხვა და ამ მხრივ ბევრი სამუშაო იყო, თუმცა გამოწვევებს ღირსეულად გავართვით თავი და ყურადღება არაფრისთვის მოგვიკლია. შესაბამისად, ყოველ ჩვენს აქტივობას Etaloni.ge აშუქებს, პედაგოგებიც არაჩვეულებრივ სოციალურ პროექტებს გვთავაზობენ და ესაა თავის გამოჩენის, პლუს, მოსწავლის მოტივაციის ამაღლების ერთ- ერთი საშუალება.

მიხარია, რომ მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც მუშაობენ, მსგავსი პროექტები კი, პირველ რიგში, ბავშვს სჭირდება. როდესაც სკოლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ქვეყნდება Etaloni.ge -ზე, ეს  მოსწავლეებს ახარებს - იციან, რომ ნებისმიერი ღონისძიება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცევა და ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიჩინონ თავი.

ლუიზა შონია - აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ახალი სკოლის მოდელში ვართ ჩართულები და სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა გაგვიჭირდა -  ინოვაციებს მიჩვევა სჭირდება, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა და შედეგიც სახეზე გვაქვს.

Etaloni.ge კი ყველა ინფორმაციას ობიექტურად შუქებს, რაც ძალიან გვახარებს. აქამდე ბევრი რამ კეთდებოდა ჩვენთან, თუმცა თავის წარმოჩენის საშუალება არ გვქონია. Etaloni.ge-ს წყალობით კი ბევრმა გაგვიცნო, ბევრმა თანამშრომლობაც შემოგვთავაზა. მადლობის მეტი რა გვეთქმის... წარმოიდგინეთ, ბავშვებიც კი ეცნობიან საიტის სიახლეებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მშობლებს სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიახლეზე მიუწვდებათ ხელი. ასე რომ, Etaloni.ge-სგან ველით მეტ სიახლეს და ჩვენც მზად ვართ ამ გამოწვევებისთვის. ესაა ურთიერთობა, რომელსაც ველოდით. ჩვენთვის ამოსავალი ბავშვია და მთავარია, ჩვენი ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან.

 შორენა ღუდუშაური - თბილისის N61 საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასწავლო წელი ხალისიანად დავიწყეთ,  Etaloni.ge-სთან თანამშრომლობა კი, რომელიც რამდენიმე წელიწადია გრძელდება ყველას მოსწონს, მოსწავლესაც, პედაგოგსაც და მშობელსაც. ჩვენთვის მთავარია ღიაობაა, რასაც უზრუნველყოფს Etaloni.ge. ჩვენი სკოლის წარმატება მასშტაბურად შუქდება და მისასალმებელია, ასეთი შესაძლებლობა რომ მოგვეცა. ეს ძალიან კარგია ბავშვების მოტივაციისთვის; ისინი ეცნობიან საიტის სიახლეებს - ხომ იცით, არაფერს გამოტოვებენ, რაც მათ საქმიანობასა და იმ სკოლასთანაა დაკავშირებული, სადაც სწავლობენ. თავადაც მოაქვთ პროექტები და ცდილობენ, მაქსიმალურად კარგი შედეგები შემოგვთავაზონ, რათა შემდეგ ეს ყველაფერი Etaloni.ge -მ გააშუქოს.

ინგა ბერიძე - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასწავლო წელი დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ და მოსწავლეებიც სიხარულით შეხვდნენ ახალ გამოწვევებს. ჩვენი სკოლის პედაგოგებიდან სამმა აიმაღლა სტატუსი, ახლა დანარჩენები ელიან სტატუსის ამაღლებას და რა თქმა უნდა, სკოლის მიერ განხორციელებული არც ერთი აქტივობა Etaloni.ge-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

საიტზე სკოლისთვის საინტერესო თითქმის ყველა მასალა ქვეყნდება და Etaloni.ge -ს თამამად შეიძლება ვუწოდოთ პირველწყარო, საიდანაც სკოლები ვიღებთ ინფორმაციებს; ასევე მნიშვნელოვანია საიტის არსებობა ურთიერთობის კუთხით - ჩვენ სხვა სკოლებისგან ვიღებთ მაგალითს და ამავე დროს, საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ სხვა სასწავლო დაწესებულებებს.

ეთერ ოთარაშვილი - დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - მართალია, სასწავლო წელი ერთი კვირით მოგვიანებით დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მაგრამ ამას წინსვლასა და წარმატებაში ხელი არ შეუშლია. 7-მა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსი მიიღო, უფროსი მასწავლებლებიც შეგვემატნენ და ეს ბუნებრივია, სწავლის ხარისხზეც აისახა. მოსწავლეები კი მოტივირებულები არიან, უკეთ ისწავლონ, ჩაერთონ ბევრ პროექტში რათა ცოდნა გაიღრმავონ, მიიღონ გამოცდილება და სხვა ბავშვებსაც მაგალითი მისცენ; მით უმეტეს, იციან, რომ ყველა ინფორმაცია აუცილებლად გამოქვეყნდება Etaloni.ge -ზე.

მშობლებიც მოტივირებულები არიან - ყველას უნდა, მისი შვილი აქტიურად იყოს ჩართული Izrune.ge-ში და შემდეგ მათი ეს აქტივობა Etaloni.ge -ს საშუალებით გაშუქდეს. ფაქტია, კონკურენცია დიდია და ამიტომ, მოსწავლეებიცა და პედაგოგებიც ცდილობენ, მათი ნამუშევარი სხვებზე უკეთესი იყოს.

ლეილა ღვინიაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის ზემო ხვითის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - ბავშვები კმაყოფილები არიან, რომ ყველა აქტივობა თავსდება Etaloni.ge-ზე და დაინტერესებულები არიან, მაქსიმალურად კარგი შედეგი დადონ. Etaloni.ge  ხელს უწყობს სკოლების პოპულარიზაციას და მოხარულები ვართ, რომ არც ერთი აქტივობა არ გრჩებათ ყურადღების მიღმა. მნიშვნელოვანია, რომ სკოლები ერთმანეთის სიახლეებს ეცნობიან, მეტი კომუნიკაციაა და ეს ყველაფერი ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მზია კიწმარიშვილი - რუსთავის ვაჟა-ფშაველას სახელობის N23 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - სასწავლო წლის დაწყებას ბავშვები მომზადებულები და ჩვეული ენთუზიაზმით შეხვდნენ, მით უმეტეს სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ  - წლების განმავლობაში სკოლის ეზო  სავალალო მდგომარეობაში იყო და წელს დაიგო ასფალტის საფარი; გარდა ამისა, ჩვენი პედაგოგები მუშაობენ სტატუსის ამაღლებაზე, 7-მა მიზანს მიაღწია, ნაწილი კი სტატუსის ამაღლებას ელის. და რა თქმა უნდა, არც ერთი აქტივობა თუ სიახლე Etaloni.ge -ს ყურადღების მიღმა არ დარჩენია, რაც ძალიან სასიამოვნოა.

ზოგადად, გვიყვარს პოპულარობა და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. წელს ჩვენ  სკოლას, განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ვაჟა-ფშაველას სახელი მიენიჭა. ეს, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ჩემი კოლეგებისა და მოსწავლეების მუშაობაზე. ბუნებრივია, კარგია, როცა შრომის შედეგი თვალსაჩინოა და შემდეგ, ამის შესახებ ბევრი ადამიანი იგებს. Etaloni.ge-ს საშუალებით სკოლების შესახებ სხვადასხვა მასალას ვეცნობით და ეს ურთიერთთანამშრომლობას უწყობს ხელს. მე კი, პირადად, ძალიან მსიამოვნებს Etaloni.ge -ს ჟურნალისტებთან ურთიერთობა იმიტომ, რომ ისინი ჩასაფრებული პოზიციიდან არ აშუქებენ მოვლენებს, პირიქით, მხარს გვიჭერენ და დიდი მადლობა ამისთვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება