სიახლეები
საინტერესო

„მკითხველი მიჩვეულია ვითომდა „ღრმა შინაარსის“, ფსევდო-პატრიოტულ ლექსებს“ - თანამედროვე საბავშვო პოეტები კრიტიკას პასუხობენ
02-12-2019
-
+


სოციალურ ქსელებში თანამედროვე საბავშვო ლექსებისა და მათი ავტორების კრიტიკა ახალი არ არის. ლექსს, რომელსაც „ფეისბუკ“ მომხმარებლებს, რომელიმე აღშფოთებული მშობელი ან რიგითი მკითხველი უზიარებს, კომენტარის ველში ასობით ადამიანი განსჯის ხოლმე. თუმცა ხშირად ამგვარ განსჯას არაფერი აქვს საერთო პროფესიულ კრიტიკასთან და ის ლანძღვის, დაცინვისა და ავტორების დამცირების სახეს იღებს.

„ცაში გალობს კურდღელი/ხოჭოს ადგას უღელი/ხეზე დახტის იხვი/ნიჩბებს უსვამს ციყვი“... - მაყვალა მრევლიშვილის ეს ლექსი ერთ-ერთი ბოლო იყო, რომელმაც სოციალურ ქსელში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. ბევრი მკითხველი პასუხს გარდაცვლილი ავტორისგან ითხოვდა, რასაც მალევე მოჰყვა სხვა საბავშვო ავტორების კრიტიკაც.

„ეტალონი“ ამ საკითხზე იმ საბავშვო პოეტების აზრით დაინტერესდა, რომლებიც თავადაც არაერთხელ გამხდარან კრიტიკის ობიექტები.

„მშობლების თაობას მოსწონს ის, რაც ბავშვობაში თავად უსწავლია, ყურიც მიჩვეული აქვს და თვალიც. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი ტექსტები არ მივიღოთ და დავიწუნოთ. ლექსი მრავალგვარია და შეიძლება აბსურდიც იყოს, სიტყვათა თამაშიც, ფანტაზიორობაც. სახელმძღვანელოებში არის უდავოდ სუსტი ტექსტები და ეს შემდგენლების პროფესიული პასუხისმგებლობაა. მათზე უნდა იმსჯელონ სპეციალისტებმა და არა უწიგნურებმა. „შემფასებლების“ უდიდეს ნაწილს წარმოდგენა არ აქვს არც ახალ ავტორებზე და არც ძველებზე, თუმცა ეს ხელს არ უშლით ლექსების მიმოხილვაში „იყოჩაღონ“, - ამბობს „ეტალონთან“ საუბარში პოეტი, მარიამ წიკლაური.

წიკლაურს ამგვარი დამოკიდებულება არ უკვირს. გვეუბნება, რომ ეს მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის პრობლემა არ არის: „არამც თუ ლექსების, არამედ ნებისმიერი საქმის, მოვლენის, ზოგადად, ადამიანის მიმართაც ისეთი სიძულვილი, ცინიზმი, დამცირება დაგვჩემდა, ეს უკვე მასობრივი ფსიქოზია, რომელშიც რიგი მიზეზების გამო მოვექეცით. აქვს კომპეტენცია თუ არა, გაეგება საერთოდ რამე ამ დარგისა თუ არა, ყველა ჭკუის მასწავლებლად გვექცა".

პოეტი ამბობს, რომ ავტორებისადმი დღევანდელი დამოკიდებულება გარკვეულწილად საბჭოთა გამოცდილებიდან მოდის: „წინა კომუნისტური დროიდან და  უფრო ადრინდელი ხანიდან სიტყვა პოეტი უპირობოდ უკავშირდებოდა აღმატებულს მასაზე, რაღაც საკრალურს, დაწინაურებულს, მოაზროვნეს და ა.შ. პოეტი ესაა საბჭოური დროის ელიტა ანუ რაღაცით დაწინაურებული და ყოფითი სიკეთის ადვილად მომპოვებელი ადამიანის ზოგადი სახე“.

კიდევ ერთი საბავშვო ავტორი, ვასილ გულეური, „ეტალონს“ ეუბნება, რომ უფროსებს უჭირთ ბავშვის თვალით შეხედონ და წაიკითხონ ლექსები, რაც მათ კრიტიკულ დამოკიდებულებას იწვევს: „საბავშვო პოეზია სიმსუბუქით, სილაღით, ხალისიანობით უნდა გამოირჩეოდეს. მაგრამ მკითხველთა უმრავლესობა მიჩვეულია ვითომდა „ღრმა შინაარსის“, ფსევდო-პატრიოტულ, ვითომდა საბავშვო ლექსებს, რასაც თავად ბავშვობაში აზეპირებინებდნენ და თანამედროვე ბავშვებისგანაც ითხოვენ, გულზე მუშტის ცემით იკითხონ ლექსები. არადა, საბავშვო ლექსის მთვარი დანიშნულებაა, ბავშვს ხალისით, მსუბუქად, ლაღი იუმორით ასწავლოს ახალი სიტყვები, განუვითაროს მეტყველება, ფანტაზიის უნარი, უბრალოდ, გაახალისოს და გაართოს. ბავშვისთვის ლექსი მძიმე ვალდებულება კი არ უნდა გახდეს, არამედ სახალისო და საინტერესო“.

„დღევანდელი ბავშვების აღქმა განსხვავდება თუნდაც 20-30 წლის წინანდელისგან, უამრავი ახალი თემა შემოდის და ბავშვის ცნობიერებაც ბევრ სიახლეს აღიქვამს. ამიტომ არც შინაარსის მხრივ არ უნდა შეიზღუდოს საბავშვო ლექსი და იმ თემებსაც უნდა შეეხოს, რაც თანამედროვე ბავშვისთვის ნაცნობი და ყოველდღიურობის ნაწილია. მთავარი პრობლემა მაინც ის მგონია, რომ დიდებს უჭირთ ბავშვის თვალით შეხედონ და წაიკითხონ, წარმოიდგინონ, იფანტაზიორონ, ერთი სიტყვით, დიდებს ავიწყდებათ, რომ ოდესღაც თავადაც ბავშვები იყვნენ“, - ამბობს გულეური.

წიკლაურისა და გულეურის პოზიციას იზიარებს კიდევ ერთი საბავშვო მწერალი, ირმა მალაციძე: „მოდად“ იქცა სოციალურ ქსელში საბავშვო ლიტერატურის „კრიტიკა“. ნუთუ ამ, ადამიანებს არ უვლიათ სკოლაში, საბავშვო ბაღში, ნუთუ არასდროს წაუკითხავთ ზღაპარი და არ იციან, რას ნიშნავს „არაკი“? რატომღაც ფიქრობენ, რომ მათი პოზიცია ერთადერთი და ჭეშმარიტია. ბავშვებს აღარ ეკითხებიან, რა მოსწონთ, რის წაკითხვა უნდათ. ერთხელ ვინმემ მათაც დაუგდოს ყური. უფროსების ასეთი აზროვნებით ისევ პატარები ზარალდებიან. საზოგადოების დიდ ნაწილს ნებისმიერი საბავშვო ნაწარმოები რატომღაც მაინცდამაინც სახელმძღვანელოდან ჰგონია და მიაჩნია, რომ ეს მათ შვილებზე ცუდ გავლენას ახდენს.

როდესაც დღევანდელი ბავშვების მშობლების თუ ბებიების თაობამ არ იცის, ვინ არის მაყვალა მრევლიშვილი, ვფიქრობ ძალიან ცუდადაა საქმე. კიდევ უფრო ცუდადაა, როცა ვხედავთ, რომ არათუ არ იცის, ყოველგვარი ეთიკური და მორალური ნორმების დარღვევით, აუგად მოიხსენიებენ მას, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ, მოითხოვენ, რომ მოვიდეს და პასუხი გასცეს მათ შვილებსა და შვილიშვილებს, როგორ ბედავს და წერს - „ცაში გალობს კურდღელი“.

მალაციძე იხსენებს, როგორ გახდნენ ის და მისი კოლეგები მასობრივი კრიტიკის ობიექტები: "არაერთი „ომი“ გადავიტანეთ მე და ჩემმა კოლეგებმა სოციალურ ქსელში. მსგავსი ისტერია იყო ჯანი როდარის (რომელსაც ერთი მშობელი ჯანი ნოდარიდ მოიხსენიებდა და ფიქრობდა, რომ ცოცხალია და მისგანაც ბოდიშის მოხდას ითხოვდა), მარიამ წიკლაურის სრულიად უწყინარ ლექსებზე, რომელსაც, კონტექსტიდან ამოგლეჯილს, სქრინის სახით დაატარებდნენ კედლიდან კედელზე და ლოყებს იხოკავდნენ. მსგავსი სიტუაცია იყო ვასო გულეურის ლექსის, პაატა პაპავას და ლელა ქისტაურის არაჩვეულებრივი ტექსტის - „ორი ღორის“ გამო, ლალი ჯაფარაშვილის ლექსის გამოც“.

სანამ მშობლები ავტორებს განსჯიან, მწერლები მათ ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარს უწუნებენ და ერთხმად თანხმდებიან, რომ საბავშვო ლექსები ბავშვებისთვის იწერება და არა უფროსებისთვის. მწერლებს არც იმის აღიარება უჭირთ, რომ საბავშვო ლიტერატურას არაერთი პრობლემა აქვს, თუმცა ამაზე პროფესიულ კრიტიკას ელოდებიან.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„უფასო ფაკლუტეტების“ სია დამტკიცდა - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

ფაქტი იყო, გამოცდა ყველანაირი მოცემულობით უნდა დაეწერა, ამიტომ, ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში, დანანების გარეშე, მოისროლა და გამოცდაზე გაიქცა



„წელს 16 პირველკლასელს ველოდებით, რაც ასევე ძალიან გვახარებს, ყველა თაობა უკეთესით და უკეთესით იცვლება“

ბაღებში კურიკულუმის დანერგვა - ექსპერტებმა პრაქტიკული ქეისები განიხილეს

პიროვნება
სკოლები

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

ყარაჯალას საჯარო სკოლა ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა

მარაბდის საჯარო სკოლამ ამ ნაბიჯით კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა პატარებს


ფარის საჯარო სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი ერთადერთ კურსდამთავრებულს ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრობს

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება