მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით მიმდინარე 18-დღიანი საინფორმაციო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ამავე კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
პირველ სამ ადგილზე გასულ ავტორებს „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ასევე, დაჯილდოვდა ჟიურის სამი რჩეული კონკურსანტი, რომლებსაც სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
გამარჯვებულები შინაგან საქმეთა მინისტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დააჯილდოვეს.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს 18-დღიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს პროგრამის - „გენდერული თანასწორობისათვის“ - ფარგლებში განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო