მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საგზაო უსაფრთხოების კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები დაიწყო.
პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებისთვის თბილისის N103 საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართა. პატრულ-ინსპექტორებმა ბავშვებს საგზაო უსაფრთხოების აუცილებელ წესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
პრაქტიკულ გაკვეთილზე, მშობლების ჩართულობით, ბავშვებმა ზებრაზე წესების დაცვით გადასვლა და საგზაო მოძრაობის სხვა აუცილებელი წესები ისწავლეს. მოსწავლეებმა თეორიულ გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს.
კამპანიის ფარგლებში სკოლებში ვიზიტი მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. სწავლების მიზანი ცნობიერების ამაღლება და საგზაო უსაფრთხოების პრევენციაა.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა