მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარის სკოლაში სასწავლო პროცესი 2 დღით შეჩერდა. ამის მიზეზი სკოლის ტერიტორიაზე ნაპოვნი მელიის სამი ლეკვი იყო.
Etaloni.ge სკოლის დირექტორს ზაზა ელიაშვილს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარისას აღნიშნა, მელიის ლეკვები მასწავლებლებმა შენიშნეს:
''როდესაც მასწავლებლებმა ლეკვები შენიშნეს, ვაცნობე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, რესურსცენტრს, დავრეკე 112-ში და ზოოპარკში. 2 დღის განმავლობაში სკოლაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მორიგეობდნენ, მათ დააყენეს კამერები, დაიჭირეს მელიები და თავად გადაიყვანეს ზოოპარკში. ამის გამო სასწავლო პროცესი 2 დღით - 10 და 11 მაისს გვქონდა შეჩერებული, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. გაცდენილი დღები უკვე ავანაზღაურეთ,''- აღნიშნა ზაზა ელიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ფაქტის შემდეგ სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება