კონკურსი გამოცხადდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესარჩევად - ვადები და პირობები
02-12-2019
დაკოპირებულია
-
+
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 17 კანდიდატი შეირჩევა. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა კი 4 დეკემბერია.
იხილეთ შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი), აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები – 12;
დამსაქმებელთა წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – 3;
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი - 1;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი - 1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციომოთხოვნებს:
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
დამსაქმებელთა, ასევე განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა.
სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
სტუდენტურ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა.
განცხადების წარდგენის ვადა და წესი:
საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (შემდეგში - „სამინისტრო“) შესაძლებელია წარადგინოს ორგანიზაციამ ან ფიზიკურმა პირმა:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების, დამსაქმებლის, სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, სამინისტროს წარედგინება განცხადება (დანართი N1);
კანდიდატის მიერ მიმართვის შემთხვევაში სამინისტროს წარედგინება განცხადება (დანართი N2).
განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ავტობიოგრაფია (CV); სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა); ცნობა სამუშაო ადგილიდან; ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (სტუდენტის შემთხვევაში); უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) განცხადების შემოტანის ბოლო ვადა - 4 დეკემბერი;
დამატებითი ინფორმაცია:
ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, აკრედიტაციის საბჭოს ან სააპელაციო საბჭოს წევრი; წარდგენილი კანდიდატი შესაძლებელია განხილულ იქნეს სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატად განცხადების ფორმაში შესაბამისი თანხმობის დაფიქსირების საფუძველზე. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით;
განცხადებების მიღება წარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.