მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე ჩატარებულ სემინარს დაესწრნენ.
„ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდების მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა.
ღონისძიება სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულის ნაწილია, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარებასა და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაზე 18-22 ნოემბერს გაიმართა.
კვირეული ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკავშირის დელეგაციის, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა (CDD) და სექტორი 3-ის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით ჩატარდა.
სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე ახალგაზრდებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ახალგაზრდა ევროპელი ელჩებისა და საქართველოს რეგიონების ევროკლუბების წევრები დაესწრნენ, სემინარს ასევე ესწრებოდნენ ეკოკლუბ „ხერგილის“ წევრები - კესო ჩხიკვაძე და ლიზი ლაცაბიძე.
ეკოკლუბელები აქტიურად ჩერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში, მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გაუზიარეს თავიანთი იდეები მსოფლიოს 15 ქვეყნის წარმომადგენელს.
სემინარი, რომელიც ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ტრენერებმა ჩაატარეს, სექტორი 3-მა უმასპინძლა.
კვირეულის ფარგლებში, ასევე ჩატარდა ტრენინგი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პედაგოგებისთვის, სასულიერო პირებისთვის, მრგვალი მაგიდა სამთავრობო სტრუქტურების სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
„22 ნოემბერი ბევრი ახალი აღმოჩენის, ურთიერთობის, ცოდნისა და საერთშორიოს ურთიერთობების დამყარების დღედ დარჩა ეკოკლუბ „ხეგილის“ წევრებისთვის. ვიზიტიდან ჩამოსულმა ეკო-კლუბელებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს დანარჩენ კლუბის წევრებს, ისაუბრეს შეხვედრის შესახებ და იმსჯელეს გარკვეულ საკითხებზე“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...