ფშავლის საჯარო სკოლაში განხილვა-პრეზენტაცია - „ალექსანდრე მაკედონელი“ მოეწყო
02-12-2019
დაკოპირებულია
-
+
თელავის მუნიციპალიტეტის, ფშავლის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ლიზა ზათიაშვილის, ხელმძღვანელობით VIII კლასში განხილვა-პრეზენტაცია - „ალექსანდრე მაკედონელი“ მოეწყო.
პრეზენტაციის თემები იყო: ალექსანდრე მაკედონელის ბავშვობა, ბუცეფალი, გლობალიზაციის იდეა, მაკედონელის ბრძოლები, ალექსანდრეს საუბარი ინდიელ ბრძენთან, ალექსანდრე დეპრესიაში - „დასაპყრობი აღარაფერია“, ალექსანდრეს გარდაცვალების თანამედროვე ვერსიები, ბაბილონში - ტასისზე ნაპოვნია ალექსანდრეს სამარხი.
პრეზენტაცია მოსწავლეებმა: დეა ზათიაშვილმა, ანი რამაზაშვილმა და ლიკა წეწიაიძემ წარმართეს.
პრეზენტაციაზე დეა ზათიაშვილის მიერ შესრულებული მაკედონელის პორტრეტი და VIII კლასის მიერ დამზადებული კედლის გაზეთიც წარმოადგინეს. აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ვიდეოფილმიც - „ალექსანდრე მაკედონელი“.
პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დაესწრნენ.