მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლის მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსება დღეს დაიწყო. განაცხადის მიღება 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებს სულ 15 დღე აქვთ.
ამასთან, სკოლას მხოლოდ 4 კატეგორიის პედაგოგებისთვის შეეძლება, წინადადებების განთავსება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის ბრძანების მიხედვით, სკოლები ვალდებულნი არიან აღნიშნულ ვადაში მასწავლებლის შედეგებისა და სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებები განათავსონ მხოლოდ:
პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის;
უფროსი და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოს წარდგენილნი იყვნენ სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭებაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მაგრამ პროფესიული საქაღალდე დაუხარვეზდათ;
უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის გავლილი ჰქონდათ გარე დაკვირვება, მაგრამ შეფასების ჯგუფების მიერ არ მოხდა მათი წარდგენა სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭებაზე;
უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის აკმაყოფილებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის N102/ნ ბრძანებით დამტკიცებული გარე დაკვირვების წესის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ მოპოვებული არ ჰქონდათ 15 კრედიტქულა ან/და განხორცილებული არ ჰქონდათ ყველა სავალდებულო აქიტოვობა.
ცნობისთვის, უშუალოდ მასწავლებლებს ელექტრონული სისტემის პროფესიულ საქაღალდეში დოკუმენტების განთავსება 1 დეკემბრის ჩათვლით შეეძლოთ. ამით, ბაზა უკვე დაიხურა. ახლა მათთვის სტატუსის ამაღლების განხილვის პერიოდი იწყება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა