სიახლეები
საინტერესო

რა პროფესია უნდა აირჩიოთ, იმის მიხედვით, თუ რომელი საგანი გიყვართ? - დაფიქრებულხართ, რაში გამოიყენებთ იმას, რასაც სკოლაში სწავლობთ?
22-12-2019
-
+


სკოლის პერიოდში ყველა ვსწავლობთ ისეთ საგანს, რომელიც განსაკუთრებულად მოგვწონს. ასეთ გაკვეთილებზე სიამოვნებით მივდივართ, საკუთარი ინიციატივით ვცდილობთ სასწავლო მასალების მოძიებას, თუმცა არის სასკოლო მასალები, რომლებზეც ყველა მოსწავლეს ერთხელ მაინც უფიქრია, რაში დასჭირდება ეს მომავალში.

„ეტალონი“ გაგაცნობთ, რა შეიძლება გახდეს თქვენი პროფესიული არჩევანი, იმის მიხედვით, რომელი საგანი გიყვართ და რაში გამოიყენებთ იმას, რასაც სწავლობთ. 

ბიოლოგია

ყველაზე ხშირად მოსწავლეები, რომლებსაც ეს საგანი მოსწონთ, სამომავლოდ მედიცინის სფეროს ირჩევენ. ადამიანებს უნდათ, იცოდნენ, როგორ იცხოვრონ უფრო დიდხანს, როგორ იყვნენ უფრო ლამაზები, როგორ იკვებონ სწორად და როგორ შეინარჩუნონ ცხოვრების მაღალი ხარისხი. ამ ყველაფრის გაგებას კი, ალბათ, ვერასდროს შეძლებთ, თუკი ბიოლოგიაში საბაზისო ცოდნა მაინც არ გაქვთ. ბიოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაშიც, რათა შევძლოთ ამა თუ იმ პროდუქტის მოსავლიანობისა და სარგებლიანობის გაზრდა. იმ ფონზე, როცა დედამიწის მოსახლეობა სულ უფრო და უფრო იზრდება, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნაც მზარდია.

ინფორმატიკა

დღეს უკვე ძალიან ძნელია ისეთი პროფესიის პოვნა, რომელსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა არ სჭირდება. ისეთ პერსპექტიულ მიმართულებებს, როგორებიცაა პროგრამირება, რობოტებისა და დრონების ინჟინერია, აუცილებად სჭირდება ინფორმატიკის ცოდნა. ასევე, კიდევ ერთი ახალი მიმართულება, რომელიც მკვიდრდება, ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტია. გახშირებული ჰაკერული თავდასხმების ფონზე ინფორმატიკის სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.

ფიზიკა

თუ თქვენ ეს საგანი მოგწონთ, შეგიძლიათ ენერგეტიკის სფეროში წარმატებულები იყოთ. მეცნიერები ყოველდღიურად მუშაობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენონ უფრო ეფექტურად მზის, ქარისა და წყლის ენერგია. თუკი ფიზიკა ძალიან გიყვართ, შეიძლება სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მომავალში ამ საკითხებზე იმუშავებს.

მათემატიკა

მათემატიკის მოყვარულები, როგორც წესი პროგრამისტები, აიტი სპეციალისტები, ფინანსისტები ან ეკონომისტები გამოდიან. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ძალიან ბევრი ეკონომისტია, ბევრი საინტერესო მიმართულებაც ჩნდება, რომელთა შესახებაც ჯერ კიდევ არაფერი ვიცით, მაგალითად, კრიპტოვალუტის ექსპერტი, მაინინგის სპეციალისტი და ა.შ.

ლიტერატურა

თუ ლიტერატურაში ერკვევით, არ არის აუცილებელი ჟურნალისტი ან რედაქტორი გამოხვიდეთ. დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საქმე, რაც ლიტერატურის მცოდნემ შეიძლება აკეთოს სცენარისტობაა. სცენარების წერა შეიძლება ფილმებისთვის, შოუებისთვის, ონლაინ გაკვეთილებისთვის და საგანმანათლებლო კურსებისთვისაც.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება