მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ღმერთო, დამეხმარე მოვამზადებინო ბავშვს დავალებები და დავრჩე მოსიყვარულე დედად და ადეკვატურ მეზობლად“ - ეს ხუმრობა კი არა, არაერთი მშობლის მწარე რეალობაა. ფაქტია - ბავშვებს დავალებების შესრულება ეზარებათ, მშობელი კი ცდილობს, როგორმე მის თვითშეგნებამდე დაიყვანოს - ესაა უპასუხისმგებლობა და ყოველი მოსწავლე ვალდებულია, გაკვეთილი ისწავლოს! ხშირად, ეს დიდაქტიკა უშედეგოა. Etaloni.ge, უცხოელი ფსიქოლოგების კვლევის შედეგების მიხედვით, გთავაზობთ რჩევებს, როგორ „ვაიძულოთ“ ბავშვი, დავალება უფროსების მუდმივი ჩიჩინის გარეშე მოამზადოს.
მიეცით ბავშვს საშუალება დავალება დამოუკიდებლად შეასრულოს - არა უშავს, თუკი შეცდომას დაუშვებს. ჯერ თქვენ გაითავისეთ და შემდეგ ბავშვსაც აუხსენით, რომ შეცდომის გამოსწორება შეუძლებელი არ არის;
ბავშვი ხედავს ბავშვი იმეორებს - ეს ფრაზა ყოველთვის აქტუალურია. თუ თავად გაეცნობით ინფორმაციებს და შემდეგ შვილს გაუზიარებთ, ის აუცილებლად იგივენაირად მოიქცევა, რაც კომუნიკაციის დამყარებაში დაგეხმარებათ;
გამოიყენეთ უახლესი ტექნოლოგიები - მშობლების უმრავლესობა ლანძღავს გაჯეტებს და წუწუნებს, რომ შეუძლებელია, ბავშვი მოწყვიტოს პლანშეტს... მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, ასწავლოთ ბავშვს, როგორ მიიღოს ცოდნა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. მასთან ერთად შეასრულეთ პროექტები, ერთად ხატეთ, დააპროგრამეთ და დააპროექტეთ. ასე ტექნოლოგიებზე მსუბუქ დამოკიდებულებას ბავშვის სასარგებლოდ შემოაბრუნებთ;
შექმენით სასწავლო ატმოსფერო - ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ოჯახში კარგი ბიბლიოთეკის არსებობა ბავშვის მოტივაციას უწყობს ხელს და ის კარგად სწავლას იწყებს; მეტ წიგნს ეცნობა, შემდეგ კი კითხვა გადადის ჩვევაში;
დართეთ ნება, ისწავლოს ისე, როგორც ეხერხება: - ნეიროლინგვისტები ამტკიცებენ, რომ სხვადასხვა ადამიანის ტვინი სხვადასხვაგვარად ითვისებს მასალას. თუ ვიღაცას სრული კონცენტრაციისთვის სჭირდება მაგიდასთან ჯდომა, სრულ სიჩუმეში, ვიღაცისთვის უკეთესი შედეგის მისაღწევად აუცილებელია დივანზე წოლა და გაკვეთილების სწავლა ხმამაღალი მუსიკის ფონზე. მიეცით თქვენს შვილს ეს თავისუფლება და ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებთ;
წაახალისეთ მისი ჰობი:- წარმოდგენა არ გვაქვს, მომავალში როგორ სამყაროში მოგვიწევს ცხოვრება და რა პროფესიები იქნება მოთხოვნადი, ამიტომ ეცადეთ, ბავშვის ინტერესი ჩანასახშივე კი არ ჩაკლათ, პირიქით, წაახალისოთ და მნიშვნელობა არ აქვს, ეს ფაზლის აწყობა იქნება, სირბილი თუ კერძის მომზადება...
შეზღუდეთ ტელევიზორთან გატარებული დრო: - არც თქვენ და არც თქვენი შვილი არ ხდებით უფრო ბედნიერები, უფრო ჭკვიანები, უფრო ნიჭიერები თუ საათობით უყურებთ ფილმებს;
ისაუბრეთ და გულწრფელად უპასუხეთ კითხვებს: - ხანდახან ბავშვს ჰგონია, რომ მისი არავის ესმის და ასეთი დამოკიდებულების მიზეზი მშობელთან ურთიერთობების დეფიციტია. თუ ბავშვს რაიმეს უკრძალავთ, მიზეზიც აუხსენით; როდესაც თქვენი ცხოვრების შესახებ რაიმეს გკითხავთ, ეცადეთ, გულწრფელად უპასუხოთ და რაც მთავარია:
არ იყიდოთ მისგან კარგი ნიშნები: - გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ბავშვს კარგი შეფასების მიღებაში გარკვეულ თანხას სთავაზობთ, დიდ შეცდომას უშვებთ.
განუვითარეთ ბავშვს საჭირო უნარები: - ასწავლეთ კარგად კითხვა, სწრაფად ანგარიში, საჭირო ინფორმაციის მოძიება.
გაითვალისწინეთ, რომ განათლების მიღება მხოლოდ მერხთან გაჯგიმული ჯდომა არაა, მიეცით ბავშვს მეტი თავისუფალი დრო, თამაშის საშუალება და რაც მთავარია, არასოდეს დაივიწყოთ - ოდესღაც თქვენც იყავით ბავშვი და სწავლაც არ აღგაფრთოვანებდათ. ასე რომ, თუ უცხოელი ფსიქოლოგების მზამზარეული დასკვნები არ გამოგადგებათ და ბავშვს მაინც ვერ შეაყვარებთ დამოუკიდებლად მეცადინეობას, ბედს შეეგუეთ, დედიკოს და მამიკოს ღირსეულ შთამომავალს თავზე ხელი გადაუსვით, აკოცეთ, თქვენ კი ვალერიანი მიირთვით, სხვა თუ ვერაფერი, სიმშვიდის შენარჩუნებას ხომ მაინც შეძლებთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა