სიახლეები
სიახლეები

საქართველოში წიგნიერების დონე გაუარესებულია - PISA 2018-ის კვლევის შედეგები
03-12-2019
-
+


საქართველოში მათემატიკის, წიგნიერების და საბუნებისმეტყველო საგნების მაჩვენებელი გაუარესებულია - ასეთია მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018  წლის ოფიციალური შედეგები.

PISA 2018-ის კვლევის პრეზენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ გამართა. 

„ორი რამ, რაც მნიშვნელოვანია, ერთი ბულინგთან დაკავშირებით, სადაც მოსწავლეებს ეკითხებოდნენ, რომ ბოლო ერთ თვეში რამდენჯერ იყო ბულინგის მსხვერპლი, საქართველოში კვლევაში მონაწილე მოსწავლეების 23%-მა გასცა დადებითი პასუხი. OECD-ის საშუალო მაჩვენებლით ეს 24%-ია ანუ შეიძლება ითქვას, რომ იგივეა ჩვენთან შემთხვევების რაოდენობა, როგორც განვითარებულ ქვეყნებში. გაცდენებთან დაკავშირებითაც იყო კითხვები. მოსწავლეებს ეკითხებოდნენ,  ბოლო კვირის განმავლობაში, როდესაც ტესტზე მუშაობდნენ, ერთხელ მაინც თუ გაუცდენიათ სკოლა. ჩვენთან 60%-ზე მეტმა თქვა, რომ გაუცდენია სკოლა, OECD-ის საშუალო მაჩვენებლით არის 20% ანუ ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაცდენების  თვალასზრისით პრობლემა გვაქვს. ეს მონაცემები 2018 წლის აპრილშია შეგროვებული და ასახავს 15 წლის მოზარდების შედეგებს“, - აღნიშნა სოფიო გორგოძემ მონაცემების წარდგენისას. 

კვლევის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით,  საქართველოში კითხვის დონე  15 წლის ბავშვებში გაუარესებულია, რაც გულისხმობს უარყოფით მონაცემებს: წაკითხულის გააზრებაში, მსჯელობის უნარსა და კრიტიკულ აზროვნებაში.

რაც შეეხება მათემატიკას, ათწლიანი პერსპექტივის ანალიზით, მათემატიკის ცოდნის დონე გაზრდილია. თუმცა შედეგები მაინც ნაკლებია წინა წლებთან შედარებით: „მათემატიკაში ათწლიან პერსპექტივაში გვქვს 19 ქულიანი გაუმჯობესება ეს ძალიან კარგია. თუ კითხვაში ვერ წავედით წინ, მათემატიკაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ათი წლის შედეგები“.

ანალოგიურად, შედეგების კლების ტენდენციაა საბუნებისმეტყველო საგნების მონაცემებში

„საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აზიის ქვეყნები ლიდერობენ. ჩინეთი სინგაპური იაპონია- პირველ ხუთეულში აზიის ქვეყნები არიან. რაც შეეხება მიღწევებს რეგიონში, სომხეთი საერთოდ არ იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, არ გვაქვს შედარების საშუალება. აზერბაიჯანი იღებს მონაწილეობას, მაგრამ საინტერესოა, რომ მხოლოდ დედაქალაქის მონაცემებია მოცემული. ანუ მხოლოდ დედაქალაქის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას და რა თქმა უნდა საშუალო დონე შესაძლოა მაღალი იყოს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველო ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება. წინ მივდივართ. ცუდ დღეში ვართ რეიტინგულად, არაა სახარბიელო ეს მონაცემები, მაგრამ ჩვენთან მზარდი ტენდენცია მაინც არის და OECD-ის ქვეყნებში პირიქით, ათწლიანი პერსპექტივით გაუარესებულია მდგომარეობა“, - განაცხადა გორგოძემ.

PISA 2018 ციკლის კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 326 სკოლიდან 5572-მა მოსწავლემ. 

PISA 2018-ის ტესტებში მიღებული ქულები (ანუ ის ერთეულები, რომლებშიც შეფასების შედეგები არის გამოსახული)ერთმანეთს ადარებს როგორც ქვეყნებს, ასევე PISA-ს წინა ციკლების შედეგებს. PISA-ს შედეგების ინტერპრეტაციის გასამარტივებლად შეფასების სკალა დაყოფილია მიღწევის დონეებად.

PISA 2018-ში 79 მონაწილე ქვეყნიდან 70 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა ტესტი შეასრულეს კომპიუტერულ ფორმატში, ხოლო დანარჩენი ქვეყნის მოსწავლეებმა - ქაღალდზე. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება