სიახლეები
სკოლები

აწყვიტის საჯარო სკოლაში თანასწორობის კვირეული ჩატარდა
03-12-2019
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის, აწყვიტის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „პრესტიჟის“ წევრთა მონაწილეობითა და კლუბის მეურვე მასწავლებლის, ზეინაბ ივანიძის, ხელმძღვანელობით თანასწორობის კვირეული ჩატარდა.

წინასწარ შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომლის ძირითად აქტივობებიც ესეების კონკურსი, ნახატების  კონკურსი, IX-X კლასებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილები იყო.

თანასწორობის კვირეული გეგმის შესაბამისად წარიმართა.

ნახატების კონკურსში მნიშვნელოვანი ნამუშევრები  წარმოადგინეს  IX  კლასის მოსწავლე ტარიელ მელიქიძემ, X კლასის მოსწავლე ანა მელიქიძემ  და XII კლასის მოსწავლე ნათია დიასამიძემ.

ესეების კონკურსში მოწონება დაიმსახურეს XII კალასის მოსწავლეების - ნათია ტატურაშვილისა და ნათია დიასამიძის, აგრეთვე,  IX კლასის მოსწავლე ბექა ბერიძის ნამუშევრებმა.

კვირეულის ფარგლებში ჩატარებულმა  გაკვეთილმა დისკუსიის სახე მიიღო. მოსწავლეები აქტიურობდნენ. არგუმენტებს მიზანმიმართულად იყენებდნენ;  ცხოვრებისეული მაგალითები მოჰყავდათ; საუბრისას  დისკუსიის წესებს იცავდნენ; ერთმანეთის აზრს პატივისცემით ეპყრობოდნენ;

„იყო მოსმენა და თანამშრომლობა. ადეკვატურად მსჯელობდნენ თანასწორობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, თანასწორობის კვირეულში მონაწილეებმა აიმაღლეს სამოქალაქო ცნობიერება. ვფიქრობ, ისინი თავისი  ცხოვრების   მანძილზე განსაკუთრებულ ადგილს დაუთმობენ ურთიერთპატივისცემასა  და თანასწორობას“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება