სიახლეები
სკოლები

თბილისის N2 საჯარო სკოლაში პროფესორ დავით უკლებას 100 წლის იუბილეს კონფერენცია მიუძღვნეს
03-12-2019
-
+


თბილისის N2 საჯარო სკოლაში მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატის, პროფესორ დავით უკლებას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია „გეოგრაფიის აქტიურ პრობლემები" ჩატარდა.

„შრომათა კრებულში სხვა გამოჩენილი მეცნიერებათა ერთად მოთავსებულია თბილისის N2 საჯაროს სკოლის უფროსი მასწავლებლის, დავით უკლებას აღზრდილის ნუგზარ არჩვაძის სტატია „წყალტუბოს (პრომეთეს) მღვიმური სისტემის მიდამოები- ბუნების საოცრება".

2000 წლის 15 მაისს ქ. თბილისის N2 საჯარო სკოლის გეოგრაფიის კაბინეტს მიენიჭა პროფესორ დავით უკლებას სახელი. ამ საქმის ინიციატორი გახლავთ ნუგზარ არჩვაძე.

2000 წლის შემდეგ დღემდე სკოლის გეოგრაფიის კაბინეტში სისტემატურად ტარდება მოსწავლეთა კონფერენციები სხვადასხვა თემებზე.

ყოველ ღონისძიებაზე პროფესორ დავით უკლებას შვილები, მაია უკლება- გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის პროფესორი, მანანა უკლება-გამომცემლობის დარგში დამსახურებული მუშკი; ელენე სალუქვაძე -დავით უკლებას მოსწავლე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ეთერ დავითაია- დავით უკლებას მოსწავლე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. კობა ხარაძე- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ეკა ელიზბარაშვილი -მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიის და ეთნოლოგიის პედაგოგ- ორგანიზატორი ესწრებიან“,- ამბობს ამბობს თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გალაკტიონ მინდიაშვილი.

11 ნოემბერს  თბილისის N2 საჯარო სკოლის დავით უკლებას სახელობის გეოგრაფიის კაბინეტში ჩატარდა ნორჩ გეოგრაფთა სხდომა, რომელიც დავით უკლებას დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.

საიუბილეო სხდომა გახსნა თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა გალაქტიონ მინდიაშვილმა, ხოლო პროფესორ დავით უკლებას აღზრდილმა, გეოგრაფიის დოქტორმა რ. დანიბეგაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატმა, ნუგზარ არჩვაძემ, ახალგაზრდებს გააცნო პროფესორ დავით უკლებას პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა და აღნიშნა რომ პროფესორი დავით უკლება მსოფლიოს 5 ათას გამოჩენილ პიროვნებას შორისაა დასახელებული.

„დღეს, სამწუხაროდ ბატონი დავითი ჩვენს შორის აღარ არის, მაგრამ მისი ნამოღვაწარი და ადამიანური სითბო მრავალჯერ შეგვახსენებს ამ შესანიშნავ მეცნიერს, პიროვნებას და პატივს მივაგეთ მის ნათელ ხსოვნას“,- ამბობს თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გალაკტიონ მინდიაშვილი.

2019 წლის 5-6 ნოემბერს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის 115-ე აუდიტორიაში ჩატარდა საიუბილეო სხდომა და სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა დავით უკლებას დაბადებიდან 100 წლისთავს.

საიუბილეო სხდომა გახსნა ივანე ჯავახიშვილის სახლების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორმა ნანა ბოლაშვილმა, მომხსენებელმა დამსწრეთ გააცნო პროფესორ დავით უკლებას პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა.

საიუბილეო სხდომაზე მოგონებით გამოვიდნენ პროფესორ დავით უკლებას კოლეგები, აღზრდილები. მომხსენებელთა შორის გახლდათ ნუგზარ არჩვაძე.

 იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება