„მოსწავლეებმა ახსნეს ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ღვიძლს და იწვევს ქრონიკულ დაავადებებს, ვრცელდება ინფიცირებული ადამიანებისაგან, იწვევს საფრთხის შემცველ ღვიძლის ინფექციას“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, პედაგოგმა ირმა ინაძემ მოსწავლეებს ამ საკითხთან დაკავშირებით მედიარესურსი აჩვენა და სთხოვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადმოეცათ. მან ასევე წამახალისებელი და მოტივაციის ასამაღლებელი აქტივობები გამოიყენა.
„გაკვეთილზე მასწავლებელი იძლეოდა განმავითარებელ შეფასებას და შესაბამის უკუკავშირს. თვალყურს ადევნებდა იმას, თუ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა ნანახი ინფორმაცია, როგორ აღიქვეს და შეცდომების ანალიზის საფუძველზე ეხმარებოდა მეტაკოგნიტური უნარის განვითარებაში, გამოსავლის გზების ძიებაში და აზროვნების დაგეგმვაში. გაკვეთილი საინტერესო იყო. კოლეგებმა გაიზიარეს მისი პრაქტიკული გამოცდილება“, - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეებმა შიდსთან, ც ჰეპატიტთან საბრძოლველად პრევენციული მექანიზმები ჩამოწერეს და პრეზენტაციის სახით წარადგინეს. მათ მიეცათ დავალება, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნახატები შეექმნათ.