მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლებს, რომლებსაც შემოდგომაზე ორგანიზებულ გამოცდაზე მიღებული შედეგების გასაჩივრება სურთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს.
საგამოცდო ცენტრი პედაგოგებს მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ, რადგან კვირის ბოლოდან აპელაციის ვადები გასაჯაროვდება.
„ამ კვირაში გამოქვეყნდება ყველა გამოცდის შედეგი. პროფესიული უნარები ძალიან ბევრმა პედაგოგმა ჩააბარა, შესაბამისად, ძალიან ბევრი მასალაა გასასწორებელი. კვირის ბოლომდე ყველა გამოცდის შედეგი დაიდება, შემდეგ დავიწყებთ აპელაციას.
ვინც აპელაციას გეგმავს, ხუთშაბათიდან ყურადღებით იყავით, სავარაუდოდ, კვირის ბოლოდან დაიწყება“, - განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
გამოცდაზე გასულმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ სააპელაციო პროცესი შეზღუდული დროით იქნება. ამიტომ, გამოყოფილი დღეები უნდა გამოიყენოთ.
ცნობისთვის, პედაგოგების გამოცდების შედეგები ეტაპობრივად ქვეყნდება. შემოდგომაზე ჩატარებული გამოცდების შედეგების უმრავლესობა უკვე ცნობილია, მხოლოდ პროფესიული უნარების ტესტირების შედეგებია გამოსაქვეყნებელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა