მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის ტუნაძეების საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა სპორტულ ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვეს.
„საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020 წლის ფარგლებბში ატარებს I ეტაპის - მუნიციპალურ თამაშებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სადაც მონაწილეობას ღებულობენ 2004, 2005 და 2006 წლებში დაბადებული სკოლის მოსწავლეები.
2019 წლის 23 ნოემბერს დაბა ხულოში გამართულ აღნიშნული ასაკის ფრენბურთელ ვაჟთა შეჯიბრებაში ყველა მეტოქეს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა. ასევე 27 ნოემბერს პირველი ადგილი დაიკავა ტუნაძეების საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა.
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, მონაწილეები კი - მედლებით.
სკოლის ხელმძღვანელობა ვულოცავთ მოსწავლეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას შემდგომ ზონალურ ტურნირებზე. გუნდების მომზადებისათვის ასევე მადლობა სპორტის მასწავლებლებს“,-ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ