მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ, „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 5 პედაგოგს გადასცა. ღონისძიებას ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
გაეცანით „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდოს მფლობელებს:
ქეთევან ბერიძე სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და 30 წლიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად,პროფესიულ განვითარებაზე გამუდმებით ზრუნავს.
ცარო მაისურაძე ქალაქ თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის და პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. ის მოსწავლეებს გამორჩეულად უყვართ.
ლუიზა ლომჯარია თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელია. პედაგოგიური საქმიანობა 43 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით აგრძელებს.
შალვა ხუციშვილი თბილისის 219-ე საჯარო სკოლის პედაგოგია და უკვე 39-ე წელია მოსწავლეებს მათემატიკას წარმატებით ასწავლის.
მარინა მამულაშვილი თბილისის 140-ე საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგია, 33 წლიანი სამუშაო სტაჟით. მისი გაკვეთილები მრავალფეროვანი,განსხვავებული და საინტერესოა.
„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. ცენტრის ინფორმაციით წლის ბოლომდე ყველა რესურსცენტრი წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის წინაშე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა