მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ორი რამ მანიჭებს სიამოვნებას: სწავლების პროცესი და ბუნებაში ყოფნა“ - ამბობს 24 წლის ფიქრია კიკილაშვილი, რომლის ოცნება მთაში წასვლა და მასწავლებლად მუშაობაა.
მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტს, პროფესიით ფილოლოგს მასწავლებლობა ბავშვობიდან სურს: სკოლის პერიოდში ბაძავდა თავის საყვარელ პედაგოგს და უნდოდა მისნაირი ყოფილიყო.
ფიქრია თავის რაიონში, სიღნაღში, დაბრუნებას და დაგროვილი ცოდნის საკუთარ კუთხის მოსწავლეებისთვის გადაცემას აპირებს. სკოლაში მასწავლებლად არასოდეს უმუშავია, თუმცა აღნიშნავს, რომ ბავშვებთან ურთიერთობისა და სწავლების გამოცდილება აქვს.
- თქვენთვის ბავშვებთან ურთიერთობა რას ნიშნავს?
- ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა. დღე ისე თუ გავა, რომ მოსწავლე ან პატარა ბავშვი არ მყავს, ვისაც შემიძლია ჩემი ცოდნა გადავცე, ვფიქრობ, ის დღე დაკარგულია.
- მასწავლებლობა რამ გადაგაწყვეტინა?
- ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ მასწავლებელი ვყოფილიყავი. ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი მყავდა და მაქსიმალურად ვცდილობდი მისთვის მიმებაძა.
ორი რამ მანიჭებს სიამოვნებას: სწავლების პროცესი და და ბუნებაში ყოფნა. „მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ“ შესაძლებლობა მომცა ორივე მქონდეს. დღეს მაღალმთიან რაიონებში მასწავლებლების პრობლემაა და მზად ვარ ჩემი ცოდნით იქ მცხოვრებ ბავშვებს დავეხმარო.
- ყველაზე მეტად სად გინდა, რომ ასწავლო?
- სიღნაღში მინდა წასვლა. მე თვითონაც სიღნაღის რაიონიდან ვარ და „მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ რომ დავიწყე სწავლა, უპირველეს ყოვლისა, ეს აზრი მომივიდა, ჩემი განათლებით ჩემს კუთხეს დავეხმარები-მეთქი. თუმცა თუ საჭირო იქნება, მზად ვარ ნებისმიერ მთის სკოლაში წავიდე და ვიმუშაო.
მაღალმთიან რაიონებში სასწავლო რესურსების ნაკლებობაცაა. მაქსიმალურად ვეცდები, რომ მოსწავლეებს განვითარებისთვის რაც სჭირდებათ, ყველაფერი გავუკეთო.
- თუ გიფიქრია, რომ შენს გადაწყვეტილებას სირთულეები შეიძლება მოჰყვეს?
- სირთულე ყველგანაა. სირთულეა, რომ საცხოვრებელ ადგილს ტოვებ და სხვაგან მიდიხარ. არ იცი, რა პირობები და მოსწავლეების ცოდნის რა დონე დაგხვდება. თუმცა ვთვლი, რომ მონდომება თუ იქნება, ყველაფერი შესაძლებელია. ახალ გამოცდილებისთვის მზად ვარ და დიდი იმედით ველოდები მასწავლებლად მუშაობის დაწყებას. სწავლაშიც არ შემეშლება ხელი. სამაგისტრო ნაშრომზე ვმუშაობ და მას სადაც გინდა იქ დაწერ - მთაშიც, ბარშიც და თბილისშიც.
- შენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა მასწავლებლების გადაწყვეტილებას რეგიონებში წავიდნენ და ასწავლონ?
- არსებობს აზრი, სკოლიდან დიდი პრაქტიკის მქონე პედაგოგი რატომ უნდა გაუშვა და ახალგაზრდა რატომ უნდა მიიღოო. შესაძლოა, მე ისეთი ცოდნა არ მაქვს, როგორც პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელმაც 20-25 წელი სკოლაში გაატარა, მაგრამ თაობები, შეხედულებები, მიდგომა და სწავლების მეთოდები იცვლება, ამიტომ ვთვლი, სკოლებს ახალგაზრდა პედაგოგები უფრო სჭირდებათ.
ბავშვები თანამედროვეები არიან. პედაგოგი, რომელსაც ახალი მიდგომებით მუშაობა და განსხვავებული აზროვნების მიღება უჭირს, ბავშვებს ისეთი ცოდნას ვეღარ აძლევს, როგორც ამ სამყაროს, თანამედროვე გამოწვევებს სჭირდება. ვფიქრობ, ახალგაზრდა მასწავლებლებს ამისთვის უფრო მეტი მოტივაცია და შესაძლებლობა აქვთ.
- მომავალ ახალგაზრდა პედაგოგებს რას ეტყოდი?
- ახალგაზრდებს მინდა მოვუწოდო, რომ რაც შეიძლება მეტმა გამოიჩინოს მაღალმთიან რეგიონებში სწავლების სურვილი. რაიონში მცხოვრებ ბავშვს რატომ არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისეთმა მასწავლებელმა ასწავლოს, როგორიც მას დღეს სჭირდება. მოსწავლემ არაფერი დააშავა იმით, რომ დაიბადა რაიონში და არა თბილისში. ისინი განსხვავებულ პირობებში არ უნდა იყვნენ. ეს ყველაფერი მასწავლებლებზეა დამოკიდებული და რაც უფრო მეტი გამოთქვამს სურვილს რეგიონში ასწავლოს, ვფიქრობ, უკეთესი განათლების დონე გვექნება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...