სიახლეები
საინტერესო

მომავლის 7 პროფესია - კოსმოსის გიდი, რობოეთიკის იურისტები... და კიდევ, რას უნდა ველოდოთ?
06-02-2020
-
+


ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მეცნიერები ისეთი პროფესიების გაჩენას პროგნოზირებენ, რომელთა რეალურობაც დღეს ძნელი დასაჯერებელია. ისინი ვარაუდობენ, რომ 2050 წლიდან ყველაზე პოპულარული კოსმოსი და ვირტუალური რეალობა გახდება, ციფრულ ტექნოლოგიებში კი კარიერული ზრდისთვის ბევრი შესაძლებლობა გაჩნდება.

„ეტალონი“ გთავაზობთ 7 პროფესიას, რომელთა გაჩენასაც მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდოთ:

კოსმოსის გიდი


მეცნიერების მტკიცებით, 2050 წლიდან ადამიანები კოსმოსში მოგზაურობას დაიწყებენ. ამის გამო ის ადამიანები დაგვჭირდება, ვინც კოსმოსში ჩვენს მოგზაურობას უსაფრთხოსა და საინტერესოს გახდიან. ასე რომ, კოსმოტურიზმის სპეციალისტები პლანეტის საზღვრებს გარეთ ტურების შედგენით დაკავდებიან.

ვირტუალური გარემოს დიზაინერი

დაკავშირებული სფეროები: არქიტექტურული დიზაინი, რედაქტორის საქმე, ფსიქოლოგია.

ვირტუალური გარემოს დიზაინერები ვირტუალური სამყაროს შექმნით დაკავდებიან. ისინი ასეთ გარემოს საქმიანი შეხვედრებისთვის შექმნიან, ასევე, იმუშავებენ ვირტუალური რეალობის მუზეუმებში.

წარმოიდგინეთ, ტიპური სამუშაო დღე, როცა ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან ჰიპერრეალისტურ ვირტუალურ სივრცეში და იდეებს ერთმანეთს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უცვლიან. ასეთი დიზაინერების პროექტები შეიძლება იყოს ფეხბურთის წარმოსახვითი მოედანი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება პრემიერლიგაში ითამაშოს. მათ შეეძლებათ იუნესკოს მიერ დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ციფრული ასლებიც შექმნან, რათა ორგინალი ვერსიები განადგურებას გადაარჩინონ.

რობოეთიკის იურისტები

დაკავშირებული სფეროები: კომუნიკაცია, ფილოსოფია, ეთიკა

ექსპერტები ფიქრობენ, რომ შემდეგი ათი წელი რობოტების ერა იქნება. ისინი ადამიანებს ყველა სფეროში დაეხმარებიან და მათი პირადი ასისტენტების პოზიციებს დაიკავებენ. რობოეთიკის იურისტები იქნებიან შუამავლები ადამიანებს, რობოტებსა თუ ხელოვნურ ინტელექტს შორის. ისინი დაადგენენ ეთიკურ და მორალურ წესებს, როგორ უნდა იცხოვრონ რობოტებმა ადამიანებს შორის. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს პროფესია განსაკუთრებით საჭირო მაშინ გახდება, როცა ხელოვნური ინტელექტი ადამიანის კონტროლიდან გამოვა.

ადამიანის სხეულის დიზაინერი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ათასწლეულში ადამიანის ქსოვილისა და ორგანოების აღდგენა შესაძლებელი იქნება. ბიოინჟინერიის გამოყენებით ადამიანის სხეულის დიზაინერები შეძლებენ, ადამიანები ისე გამოიყურებოდნენ, როგორც თავად ისურვებენ. ისინი იმუშავებენ, რომ ადამიანის სხეული უფრო მოდური და მრავალფუნქციური გახდეს.

კულტურის ციფრული კომენტატორი

დაკავშირებული სფეროები: ხელოვნების ისტორია, ბიზნესი, პიარი და მარკეტინგი

თანდათან მედიასა და სოციალურ ქსელებში წამყვანი ვიზუალური კომუნიკაცია ხდება. ციფრული კულტურის კომენტატორები ციფრული კულტურისა და ტრადიციების ინტეგრირებას შეეცდებიან. მათ შეეძლებათ გასული საუკუნის ხელოვნების ნიმუშები აუდიტორიას თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მაქსიმალურად მისაწვდომი ფორმით წარუდგინონ.

პერსონალური მონაცემების კურატორი

მომავალში, სავარაუდოდ, ადამიანებს შეეძლებათ სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენებით თავიანთი აზრები, ოცნებები, ფიქრები დააფიქსირონ და სოციალურ ქსელებშიც კი გააზიარონ. პერსონალური მონაცემების კურატორები მთელი ამ ინფორმაციის მეთვალყურეობაზე იზრუნებენ.

გარემოს აღდგენის ინჟინერი

როცა დედამიწის მოსახლეობა 10 მილიარდს გადააჭარბებს, ბუნებრივი რესურსები საკმარისი აღარ იქნება. გარემოს აღდგენის ინჟინრები ფლორისა და ფაუნის ნიმუშების გამოყენებით დაზიანებული ეკოსისტემის აღდგენას შეეცდებიან. ეს ადამიანები შეძლებენ, მცენარეებისა და ცხოველების გამქრალი სახეობებიც აღადგინონ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება