მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლუბის „ეკო-vision“ აქტიური წევრებისა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, თემის ფარგლებში, მაკულატურის შეგროვებისა და ჩაბარების აქცია-აქტივობა განახორციელეს.
„მას შემდეგ, რაც „ეკო მოსწავლეებმა“ ჯერ სკოლის მასშტაბით მოგროვებული მაკულატურა ჩააბარეს, ქალაქ ვალის N3 არაქართულენოვან, საჯარო სკოლას ეწვივნენ დაა თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ შეგროვებული მაკულატურის ჩაბარებაში მოგვიანებით კი, დასახლების მასშტაბით, ძველი წიგნების ჩაბარების მსურველი ოჯახები მოინახულეს და სასურველი მომსახურების მიღებაში დახმარება გაუწიეს.
აღნიშნული აქტივობა სკოლამ უკვე მეოთხედ განახორციელა და ჯამში 1765 კგ მაკულატურის ჩაბარება შეძლო, ამჯერად პროცესის ინიციატორები უკვე სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებმაც პროცესს სხვა მასშტაბები მისცეს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან