მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სოლისტი მარიამ მგალობლიშვილი (პედაგოგი სოფიო გიორგაძე, კონცერტმაისტერი მარინა მამალაძე) ივლისში, ჩოხატაურის მერიისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, იტალიაში, ქალაქ პეზაროში იმყოფებოდა.
„რენატა ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო აკადემიის ორგანიზებით ჩატარებულ მე-10 კლასიკური მუსიკის კონკურსზე - „მომავლის ვარსკვლავები“ ახალგაზრდა შემსრულებლებისათვის, მარიამმა მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. ამის შემდეგ მარიამ მგალობლიშვილი მიიწვიეს გალა-კონცერტზე ქალაქ ბათუმში, მან სახელმწიფო ორკესტრთან ერთად, დავით მუქერიას დირიჟორობით შეასრულა სასიმღერო ნაწარმოები. მისმა ნამღერმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რის გამოც სოლისტს დიპლომი გადაეცა. ასევე მარიამი მიწვეული იყო აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემაში“,- ნათქვამია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა