სიახლეები
საინტერესო

რას ზეიმობენ ზამთარში? - გაეცანით, ცივი სეზონის პოპულარულ დღესასწაულებს მსოფლიოში
11-12-2019
-
+


ზამთარზე ჩვენ ვფიქრობთ, როგორც დასვენების დროზე, თუმცა კალენდარს თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ ამ დროს მსოფლიოში არაერთი დღესასწაული აღინიშნება, რაც „სიმშვიდის“ საწინააღმდეგოს აჩვენებს. გამოდის, რომ ცივი თვეები წვეულებებისა და დღესასწაულებისთვის პოპულარული დროა.

etaloni.ge მსოფლიოში პოპულარულ  და საინტერესო ზამთრის დღესასწაულებზე გიყვებათ:

ჰანუკა

ჰანუკა ებრაული დღესასწაულია. ყოველი წლის ნოემბერში ან დეკემბერში ებრაელები სპეციალურ სანთლებს ანთებენ იმისთვის, რომ ანტიკური სასწაული ახსოვდეთ, როდესაც ერთი დღის საწვავი ზეთი ტაძარში 8 დღის განმავლობაში იწვოდა. ეს დღესასწაული გასხივოსნებული იერუსალიმის ხსოვნას ემსახურება. ჰანუკას განმავლობაში ებრაელები სპეციალურად გამომცხვარ კარტოფილის ღვეზელს ჭამენ, მღერიან და დრეიდელს ატრიალებენ, რომ შოკოლადები, თხილი ან ქიშმიში მოიგონ.



სამი მეფის დღე

ეპიფანეს იგივე სამი მეფის დღე შობიდან 12 დღის შემდეგ მოდის. ეს დღე აღინიშნება როგორც სამი ბრძენი კაცის დღე, რომლებმაც პატარა ისეო პირველად ნახეს და საჩუქრები მიუტანეს. ამ დღეს სხვადსხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. მაგალითად, ესპანეთში ბავშვები საჩუქრებს იღებენ, საფრანგეთში სამეფო ნამცხვარს აცხობენ და შიგნით მონეტებს, ძვირფასეულობას ან პატარა სათამაშოს მალავენ და ა.შ.

ზამთრის მზებუდობა

ზამთრის მზებუდობა 21 დეკემბერს ხდება. ეს წელიწადის ყველაზე მოკლე დღეა. მსოფლიოს მასშტაბით ხალხი ამ დღეს ფესტივალებში მონაწილეობს. ადრე ამ დღეს კოცონის დანთებითა და სანთლის ანთებით აღნიშნავდნენ.

წმინდა ლუსიას დღე

13 დეკემბერს, მესამე საუკუნეში მცხოვრები წმინდანის საპატივცემულოდ, ბევრი შვედი გოგონა იმოსება როგორც „ლუსიას დედოფალი“, გრძელ თეთრ კაბებში წითელი სარტყელებით და თავზე დამწვარი სანთლების გვირგვინით. ისინი ოჯახის წევრებს სიმღერით აღვიძებენ და ყავასა და ზაფრანის ფუნთუშებს აწვდიან.

წმინდა ნიკოლასის დღე

წმინდა ნიკოლასის დღე პოპულარული ზამთრის არდადეგებია ევროპაში. ეს დღე კათოლიკურ სამყაროში 6 დეკემბერს აღინიშნება. წმინდა ნიკოლასის ცხოვრებამ სანტა კლაუსის ტრადიციის ჩამოყალიბება გამოიწვია. მან მთელი თავისი ფული შეჭირვებულებს მისცა და ცნობილი ბავშვებისა და უფროსებისადმი თავისი თანადგომითა გახდა.

კვანკა

კვანკა, რაც პირველ ხილს ნიშნავს, ძველ აფრიკულ ტრადიციებს ეყრდნობა და ოჯახისა და გაერთიანების იდეალების აღნიშვნას ემსახურება. ამ სასულიერო არდადეგების განმავლობაში, რომელიც 26-დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით აღინიშნება, მილიონობით აფრიკელი ამერიკელი სპეციალურ ტანისამოსით იმოსება, სახლებს ხილითა და ბოსტნეულით დეკორატიულად აფორმებს და შანდლებში სანთლებს ანთებს.



„მარდი გრა“

„მარდი გრას“ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღეს ნიუ ორლეანში ხალხი სპეციალურ კოსტიუმებს ატარებს და უდიდეს პარადებს ესწრება. ეს დღე ასევე ცნობილია, როგორც „მსუქანი სამშაბათი“. ინგლისში ამ დღეს ქალაქებს ბლინების შეჯიბრება აქვთ, როდესაც ქალები გარბიან და თან ხელში ბლინებს ატრიალებენ. მარდი გრასი ჩვეულებრივ თებერვალში ან მარტში, აღდგომამდე 47 დღით ადრე აღინიშნება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება