სიახლეები
საინტერესო

სად უნდა დავდგათ ნაძვის ხე, რომ სიყვარული, იღბალი და სიმდიდრე მოვიზიდოთ
10-12-2019
-
+


ფენ-შუის ჩინელი ოსტატები სულის ჰარმონიას ქადაგებენ. ამიტომ, მათი აზრით, ახალი წლის კარგი განწყობით და სასიამოვნო მოლოდინით შეხვედრას, წარმატება, ბედნიერება და ჯანმრთელობა მოაქვს. 

ახალი წელი ასევე შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევთ, უიღბლობა უკან მოიტოვოთ და სიმდიდრე და წარმატება მოიზიდოთ. ამას კი ფენ-შუის მიხედვით, სახლის მორთვით შეძლებთ. 

ძველი ჩინური მეცნიერების თანახმად - სახლის სწორად ორგანიზებული სივრცე ოჯახის ბედნიერების და კეთილდღეობის გარანტიას წარმოადგენს.

სადღესასწაულო ინტერიერის გაფორმებისას დიდი ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ ნივთების მდებარეობას, სწორი სიმბოლოების და ამულეტების არსებობას, არამედ ფერთა გამას.

რა ფერებში მოვრთოთ ნაძვის ხე ფენ-შუის მიხედვით

საჭიროა წინასწარ განსაზღვროთ, რა ფერები უნდა შეარჩიოთ 2020 წელს ნაძვის ხისთვის, ფერთა გამა უნდა შეესაბამებოდეს წლის მფარველს თეთრი მეტალის ვირთხას.

დამდეგი წლის ფერებია - ვერცხლისფერი, ოქროსფერი და თეთრის და ნაცრისფრის ყველა ელფერი.

ნაძვის ხის მორთვის დროს სპეციალისტები გვირჩევენ ფერთა გამის გათვალისწინებას. სასურველია თუ ნაძვის ხის მორთვას ვერცხლისფერი ან ოქროსფერი წვიმებით დავასრულებთ. 



სად უნდა დავდგათ ნაძვის ხე ფენ-შუის მიხედვით

ფენ-შუის თანახმად, სახლში ყველა ნივთი უნდა განთავსდეს შეძლებისდაგვარად სინათლის მხარეს. მაშინ ენერგია საჭირო მიმართულებით მიემართება და მიზნების და სურვილების სწრაფ ასრულებას უზრუნველყოფს:

  • იმისთვის რომ, საზოგადოებაში სახელი, აღიარება და რეპუტაცია მოიპოვოთ, ნაძვის ხე სახლის სამხრეთით დადგით.
  • ახალი წლის სიმბოლოს სახლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დადგმით, სიყვარულს მოიზიდავთ და ქორწინებაში დადებით სიახლეებს შეიტანთ.
  • იმისთვის კი რომ დამდეგ ახალ წელს მატერიალური კეთილდღეობა ​გაიუჯობესოთ და ბარაქა და დოვლათი მოიზიდოთ საახალწლო ხე სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით განათავსეთ. 
  • ნაძვის ხის ოთახის ცენტრში დადგმა ჯანმრთელობის გარანტიაა. თუ ბავშვების გაჩენას გეგმავთ ნაძვის ხე სახლის დასავლეთ ნაწილში დადგით. 
  • ნაძვის აღმოსავლეთ კუთხეში დადგმას ურჩევენ მათ, ვისაც ოჯახური ბედნიერების მიღწევა უნდა.
  • ჩრდილოეთით დადგმული ნაძვის ხე მის პატრონს კარიერულ წარმატებას მოუტანს.
  • ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში იმ შემთხვევაში დადგით თუ  ცოდნის გაღრმავება გსურთ.
  • მოგზაურობის მოყვარულებს და მათ ვინც თანამოაზრეებს ეძებს, ურჩევენ ნაძვის ხე სახლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განათავსონ.


მანამდე კი სანამ ნაძვს დადგამთ და სასურველი საახალწლო დეკორით მოკაზმავთ, აუცილებელია გენერალური დასუფთავების მოწყობა. ფენ-შუის ოსტატები ძველი და უსარგებლო ნივთების მოშორებას გვირჩევენ. წესრიგი და სისუფთავე ბედნიერების ენერგიის გაჩენისთვის ყველა ბარიერს აღმოფხვრის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება