მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მაშინ, როდესაც მასწავლებლების უმრავლესობა სტატუსის ამაღლებას ცდილობს და შედეგების გასაუმჯობესებლად გამოცდიდან გამოცდაზე გადის, სკოლაში ისევ არიან პედაგოგები, რომლებმაც კრედიტების დაგროვებასა და სქემაში ჩართვაზე უარი თქვეს.
მათი რაოდენობა არცთუ ისე ცოტაა და საქართველოს სკოლებს საერთო ჯამში 3 224 უსტატუსო მასწავლებელი ჰყავს.
„ეს ადამიანები არ არიან სქემაში ჩართულნი, მათ უარი თქვეს პროფესიულ განვითარებაზე. სქემაში ჩართვა ნიშნავს კრედიტების დაგროვებას, წინსვლას, დანამატს, პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და კეთილდღეობას, რომელიც, ბუნებრივია, აისახება ხელფასზეც. ეს ყველაფერი იყო სქემის მიხედვით გათვლილი“, - განმარტავს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, კერძო სკოლის პედაგოგებს არ ჰქონდათ სქემაში ჩართვის ვალდებულება, ამიტომ ზოგიერთი უსტატუსოდ დარჩა. თუმცა უსტატუსო პედაგოგები მუშაობენ საჯარო სკოლებშიც.
უსტატუსოების სიაში არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება, მაგრამ დასაქმებულები არიან სკოლაში. მაგალითად, თუ პირს მუსიკალური ათწლედი აქვთ დამთავრებული, კარგი მუსიკოსია, მაგრამ არ აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს.
დღესდღეობით არსებობს სქემაში ჩართული პედაგოგების ოთხი კატეგორია: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. მომდევნო წლიდან მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, მხოლოდ სამი საფეხურის მასწავლებლებს შეეძლებათ მასწავლებლად მუშაობა - უფროსს, წამყვანსა და მენტორს.
ყველა პედაგოგის ადგილზე, ვისაც, მინიმუმ, უფროსის სტატუსი არ ექნება, იანვრიდან, სკოლები ვაკანსიას გამოაცხადებენ. თუ ვაკანსიაზე კვალიფიციური კადრი მივა, სკოლა არჩევანს მის სასარგებლოდ გააკეთებს, მაგრამ თუ ვაკანსია არ შეივსო, მაშინ მოქმედ პედაგოგებს დროებითი ხელშეკრულება გაუფორმდებათ იქამდე, სანამ სკოლაში კვალიფიციური კადრი არ დასაქმდება.
რა ბედი ელით და დარჩებიან თუ არა სკოლებში უსტატუსო პედაგოგები, ამას ახალი წლიდან კონკრეტული სკოლის დირექტორი თავად გადაწყვეტს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.