სიახლეები
სიახლეები

9 კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც გარე დაკვირვება ფასდება - რა უნდა იცოდეთ, მასწავლებლებმა მაქსიმალური ქულის მისაღებად?
22-12-2019
-
+


გარე დაკვირვების ჩატარების პროცესი უკვე დაწყებულია და სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.  ამ ეტაპზე გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 4 166 პედაგოგი დარეგისტრირდა.

მასწავლებლის შეფასება ხდება: გაკვეთილის შეფასების სქემით მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე.

გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 36. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 27 ქულას. რაც შეეხება სპორტის გაკვეთილის შეფასებას მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას.

აღსანიშნავია ის, რომ გარე დაკვირვებისას ყურადღება მხოლოდ მოსწავლის მიერ საგნის კარგად ცოდნას ან კლასში დისციპლინას არ ექცევა, მასწავლებლის შეფასება ხდება კომპლექსურად, მათ შორის მოსწავლეებთან დამოკიდებულებისა თუ მიმართვის ფორმის, დროის სწორად გადანაწილების და კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებითაც. 

იმისთვის, რომ მასწავლებლებს გარე დაკვირვების პროცესი გაგიმარტივდეთ, გთავაზობთ, გარე დაკვირვების პროცესში გასათვალისწინებელ შეფასების მნიშვნელოვან კრიტერიუმებს.

დაკვირვების პროცესში ყურადღება ექცევა:

  •  კლასში ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემოს არსებობას;
  • კლასის მართვის პროცესს;
  • სასწავლო რესურსის ეფექტიანი (მიზნობრივი) გამოყენება;
  • მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია სასწავლო მიზნების განმარტება და შინაარსობრივი გამართულობას;
  • მოსწავლეებთან კომუნიკაციასა და ინსტრუქციები აქტივობებისთვის;
  • სწავლების სტრატეგიებს;
  • მოტივაციასა და ჩართულობას;
  • სწავლების დროს შეფასების გამოყენებას;
  • რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე.

გარე საგაკვეთილო შეფასების რუბრიკის დეტალური ინსტრუქცია მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების შესახებ კანონშია გაწერილი.  ბრძანების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, დოკუმენტში გარე დაკვირვების გაკვეთილის რუბრიკის შეფასება ოცდამეორე გვერდზეა მოცემული.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება