სიახლეები
საინტერესო

სამი გზა, რომელიც თქვენს გაკვეთილში მთელ კლასს ჩართავს - მარტივი „ეშმაკობები“ მასწავლებლებისთვის
13-12-2019
-
+


არსებობს გავრცელებული შეკითხვები, რომლებითაც პედაგოგები მოსწავლეთა გააქტიურებას და გაკვეთილში ჩართვას ცდილობენ. მაგალითად, „ვის შეუძლია მიპასუხოს?“, „ვინმემ ამ შეკითხვაზე პასუხი იცის?“ და ა.შ.

გახსოვდეთ, მსგავს შეკითხვებზე მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე თუ აწევს ხელს.

ასეთი შეკითხვებს და მიღებულ პასუხებს მასწავლებლები შეცდომაში შეჰყავს. მათ წარმოდგენა ექმნებათ, რომ ყველა მოსწავლე სწავლობს, რაც რეალობას არ შეესაბამება.

მოსწავლის ცოდნის შესამოწმებლად უფრო ეფექტური გზები არსებობს. გთავაზობთ, მარტივ ტექნიკებს, რითაც ყველა მოსწავლეს ცოდნის დემონსტრირების შესაძლებლობას მისცემთ.

  • დაფაზე დაწერა
მასწავლებელმა არ უნდა იკითხოს კონკრეტული ტერმინის განმარტება, მაგალითად, ბულინგი, წარმატება, აუტიზმი და ა. შ. მან უნდა დასვას კითხვა ამ საკითხების გამომწვევ მიზეზებზე. მაგალითისთვის, იმის ნაცვლად, რომ მან იკითხოს ბულინგის განამრტება, უნდა დასვას კითხვა ასე: რა არის გამომწვევი მიზეზები ბულინგის?. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა სთხოვოს პასუხები რვეულში ან ფურცელზე ჩაიწერონ. თუ შეძლებენ პასუხები 15 სიტყვამდე ან უფრო ნაკლებამდეც შეამცირონ და დაფაზე დაწერონ. ასე მოსწავლეები არ დაელოდებიან იმ ერთ აქტიურს, რომელიც ხელს ყოველთვის აწევს და ყველაფერზე პასუხის გასაცემად მზად არის.

  • „შეხვედრის პროგრამა“
ეს ტექნიკა მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეები დისკუსიისთვის სწრაფად დააწყვილოს. ამისთვის მათ „შეხვედრის პროგრამას“ გადასცემს. მოსწავლეები პროგარამას ავსებენ თუ რომელ საათზე რომელ კლასელთან ერთად იმუშავებენ. წყვილები უნდა იცვლებოდეს.

მოსწავლეებს შეუძლიათ კონკრეტული საათების მიხედვით გადანაწილდნენ, შეიკრიბონ და დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცენ.

  • პაუზა და ვარსკვლავი
ეს ტექნიკა მოსწავლეების ნასწავლი მასალის გადახედვისა და გაანალიზებაში დაეხმარება. ტექნიკა კარგად მუშაობს, როდესაც დიდი მოცულობის მასალასთან გაქვთ საქმე. მაგალითად, კლიმატის ცვლილებაზე ორკვირიანი გაკვეთილების ციკლის შემდეგ, ეს კარგი გზაა შეჩერდეთ და განვლილ ვრცელ მასალას მოსწავლეებთან ერთად გადახედოთ, სანამ ის მათთვის დაუძლეველი გახდება.

გაკვეთილის ან გაკვეთილების სერიის ბოლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა უთხრას, რომ ჩანაწერები სწრაფად გადაათვალიერონ და დასამახსოვრებელი, მნიშვნელოვანი ინფორმაციები ვარსკვლავებით მონიშნონ. შემდეგ მათგან ტოპ სამი მოვარსკვლავებული ინფორმაცია ამოირჩიონ.

საბოლოოდ, მოსწავლეებმა ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ ფაქტი დაფაზე უნდა დაწერონ და მეწყვილესთან ერთად განიხილონ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება