სიახლეები
სიახლეები

ყველა სიახლე, რაც 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის უნდა იცოდეთ - ინფორმაცია და ტესტის ნიმუშები აბიტურიენტებისთვის
08-12-2019
-
+


2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს რამდენიმე სიახლე დახვდებათ და ტესტირებას ახალი მოდელით ჩააბარებენ.

აბიტურიენტებისთვის სავალდებულო გამოცდების რაოდენობა 4-დან 3-მდე შემცირდა. ცვლილებები შეეხო ზოგიერთი ტესტის ფორმატსა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

როგორც უკვე ცნობილია, სავალდებულო იქნება ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდა, უცხოური ენის გამოცდა და  მათემატიკის ან ისტორიის გამოცდა. ბოლო ორ საგანს მიმართულების მიხედვით ჩააბარებთ. გასათვალისწინებელია, რომ თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სავალდებულო საგნად განსაზღვრავს, როგორც მათემატიკას, ისე ისტორიას, აბიტურიენტი უფლებამოსილია აღნიშნული საგნებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი ან ორივე საგანი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა 3 საგნის ტესტებში. კერძოდ:

ისტორიის ტესტში  -  გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება. საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“. 

„ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ - აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი. 

„ისტორიული მოვლენის შეფასება“ - აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი - შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება. უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

ნიმუში

მათემატიკში -  აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

ნიმუში

უცხოურ ენაში - ცვლილება მე-2 და მე-6 დავალებებს შეეხო. მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი. ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.

ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშები:

ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა

აუდიომასალა:

ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცვლილებები შეეხო მინიმალური კომეტებციის ზღვარსაც. უფრო კონკრეტულად:

აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

იხილეთ ასევე: რომელ პროგრამებზე შეუძლიათ აბიტურიენტებს 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ან ისტორიის ჩაბარება?!

რომელი უნივერსიტეტები ითხოვენ ზოგადი უნარების ჩაბარებას მეოთხე საგნად - 2020 წლის ეროვნული გამოცდები

2020 წლის ეროვნული გამოცდებისათვის უმაღლესი სასწავლებლების მიერ არჩეული დამატებითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალი ცნობილია


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება