სიახლეები
ინტერვიუ

დაგაპატიმრებენ თუ არა სოცქსელში ცილისწამებისთვის და როდის ითვლება გამოხატვის თავისუფლება კანონდარღვევად
13-12-2019
-
+


სოციალური მედიის სამართალი - რაც უტოპია გვეგონა, თურმე რეალობა ყოფილა და წარმოიდგინეთ, ჩვენ ქვეყანაში პრეცედენტებიც არსებობს, როდესაც ადამიანის უფლებების შელახვისთვის სასამართლოს გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დაუყენებია.

ყველას გვსმენია, ერთი ადამიანის უფლებები იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყებაო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამის გამიჯვნა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, როდესაც საქმე სოციალურ მედიას ეხება და გვერწმუნეთ, ეს მხოლოდ Facebook არ არის.

რა საფრთხე მომდინარეობს სოციალური ქსელებიდან, როგორ დავიცვათ შვილები ბოტებისა თუ ტროლებისგან და საჭიროების შემთხვევაში, როგორ დავიცვათ უფროსებმა თავი მოზარდებისგან - ამის გარკვევაში „ეტალონს“ კერძო სამართლის სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი სერგი ჯორბენაძე დაეხმარება, რომელმაც სოციალური მედიის სამართლის შესახებ წიგნი დაწერა.

- ბატონო სერგი, რატომ დაწერეთ „სოციალური მედიის სამართალი“?

- იმიტომ, რომ სოციალურ მედიაში შეზღუდვა არავის სურს! არადა, უნდა იცოდნენ, რომ კანონი ზღუდავს გარკვეულ ქმედებებს. ჩემთან მოდიან ადამიანები, რომლებიც მთხოვენ დავიცვა გარკვეული თავდასხმებისგან, ასევე დიდი აგრესიაა კომპანიების მიმართ, არის შემთხვევები, როდესაც ვიგებთ სასამართლო პროცესს, ზოგჯერ კი ჩივილს აზრი არ აქვს. საზოგადოების ინფორმირება უნდა გადიოდეს არა იმ ზღვარზე - ხალხო, ამას ნუ იზამთ, არამედ იცოდეთ, რა მოჰყვება თქვენს ქმედებას.

- იცოდე კანონი და იქნები დაცული, არა?

- რა თქმა უნდა, ისევე, როგორც პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება  არის დანაშაული და ამაზე ციხეა.

- სასჯელის რა ზომას ითვალისწინებს ასეთი დანაშაული?

- თუნდაც ორი წელი იყოს, რატომ უნდა მოიხადოს სასჯელი იმ ქმედების გამო, რომელიც შესაძლოა, გააზრებულიც არ ჰქონდა. ამიტომ უნდა იცოდნენ, რა მოჰყვება ამა თუ იმ ნაბიჯს. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, შესაძლოა ბავშვმა მშობლის სოციალური ქსელით გაავრცელოს გარკვეული ცილისწამება, სასამართლო კი მშობელსაც დააკისრებს პასუხისმგებლობას, იმის მიუხედავად, საქმის კურსში იყო თუ არა, რას სჩადიოდა მისი შვილი.

- მშობელი შარშია...

- ამიტომ უნდა აკონტროლოთ ფეისბუქ-სივრცე. საქართველოში სოციალური ქსელი ყველაზე აქტიურად გამოიყენება და მოზარდებისთვის არაერთ საფრთხეს შეიცავს.

- იქნებ დააკონკრეტოთ, რა საფრთხეზე საუბრობთ?

- წარმოიდგინეთ, არასრულწლოვნის მიერ შესაძლოა ისეთი ქმედება განხორციელდეს სოციალურ მედიაში, რაც მისი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

- ქართულ რეალობაში ასეთი პრეცედენტები არსებობს?

- ყოფილა შემთხვევა, ინფორმაციის გასაჯაროების გამო პიროვნება დაიჭირეს... საქმე ისაა, რომ ფსიქოლოგიაში სოციალურ მედიას პარაზიტს უწოდებენ, რომელიც იმისკენაა მიმართული, ადამიანი მაქსიმალურად გადაერთოს, გაერთოს და არ აკეთოს საქმე; მოზარდები კი სოციალურ მედიას დიდი დოზით იყენებენ, რაც არაა რეკომენდებული - სოციალური მედიის გამოყენება გვაიძულებს, მთავარ საქმეს მოვწყდეთ და უარი ვთქვათ ურთიერთობებზე.

- როგორ შეიძლება ავუკრძალოთ მოზარდებს სოცქსელში ურთიერთობა?

- ზოგადი საუბარი, რომ ეს ცუდია, არასწორია, რადგან უფროსებიც ვიყენებთ სოცქსელს. მთავარია, დავიჭიროთ ოქროს შუალედი სოციალური მედიის გამოყენებასა და ჩვენი ცხოვრების განვითარებას შორის. უნდა მივიღოთ ინფორმაცია, მაგრამ ნუ ვიქნებით დამოკიდებული. ამის გაკეთება კი რთულია... თქვენ იცით, რომ ე.წ. დასქროლვა ნერვულ აშლილობას მიაკუთვნეს? გვაინტერესებს სხვისი ცხოვრება, ვნახულობთ ინფორმაციას და ვერ ვიაზრებთ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი! ადამიანი მხოლოდ კარგს ასაჯაროებს, ცუდს კი მალავს.

- ანუ სოციალური ქსელი სიცრუის ილუზიაა?

- ცოტა ფილოსოფიურად თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ეს ილუზია გვჭირდება კიდეც, თუმცა აქ მნიშვნელოვანია მოზარდების დამოკიდებულება, ვსაუბრობ რადიკალიზმზე.

- და ალბათ საავტორო უფლებების დარღვევაზეც...

- საქართველოში საავტორო უფლებებს ნაკლებად ექცევა ყურადღება. მაგალითად, თუ ფოტო გადავიღე და გავაზიარე, საავტორო უფლება თავისთავად მეკუთვნის, ხოლო თუ ეს ფოტო სხვამ გადმოტვირთა და მერე თავისად გაასაღა, ეს უკვე დარღვევაა. ამის დამტკიცება შეიძლება, თუმცა სთორის შემთხვევაში მდგომარეობა უფრო რთულადაა, რადგან სთორი 24 საათში იშლება.

ასევე, საავტორო უფლებების დარღვევაა, როდესაც ბლოგის „მიტაცება“ ხდება. კანონში ტერმინი პლაგიატი არ არის, თუმცა საავტორო უფლებები ვრცელდება და ასეთ დროს უნდა მიმართოთ სასამართლოს. მართალია, პროცესი შესაძლოა დროში გაიწელოს, თუმცა საქმე პრეცედენტულია და შეგიძლიათ, ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოთ.

- ბატონო სერგი, რა ხდება ბულინგის შემთხვევაში?

- ამ საკითხში მოზარდები განსაკუთრებით დაუნდობლები არიან, მით უმეტეს, სოციალური ქსელი, გარკვეულწილად, შენიღბვის საშულებას იძლევა და შესაბამისად, ჰგონიათ, რომ დაუსჯელები დარჩებიან. კანონით გაწერილია უფლებების დარღვევა და აქედან გამომდინარე, პიროვნებას უწევს იმის მტკიცება, რომ მისი უფლება დაირღვა, რისი დასაბუთებაც რთულია; არის კიდევ ერთი პრობლემა - თავისუფლების ხარისხი. მაგალითად, თუ ვიდეო საჯარო სივრცეშია გადაღებული კამერების წინ და ამაზე მიდის ხუმრობა, შარჟი, ეს არ არის დარღვევა იმიტომ, რომ იმ ადამიანმაც უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს. იგივე ხდება საჯარო პოსტის შემთხვევაშიც. თუ სტატუსი დაცინვის საგანია, ეს ვერ ჩაითვლება ისეთ ბულინგად, პირი პასუხისგებაში მიეცეს, რადგან ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება.

- აქ გამოხატვის თავისუფლების ხარისხზეა საუბარი, ბატონო სერგი.

- ჩვენთან გამოხატვის თავისუფლებას ფართე საზღვრები აქვს, ადამიანებს მიაჩნიათ, რომ რაც მოესურვებათ, იმას იტყვიან, სინამდვილეში კი გამოხატვის თავისუფლების ფორმულა ასეთია: მნიშვნელოვანია არა რას, არამედ როგორ ილაპარაკებ. როგორ ილაპარაკებ - განსაზღვრავს უფლების შედეგს, ხოლო რას ილაპარაკებ - განსაზღვრავს მხოლოდ შინაარსს.

თუ ნებისმიერი ნეგატიური  საკითხი დაფარულადაა წარმოჩენილი, დასაბუთებული და დელიკატურად ახსნილი, ბულინგი აღარ ჰქვია.

- ბოტებზე“ და ტროლებზე“ რას მეტყვით, მათგან შესაძლებელია თავის დაცვა?

- ამის კონტროლი ურთულესია და განსაკუთრებული სიფრთხილე მოზარდებს მართებს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვურჩიო, მხოლოდ ის ხალხი დაიმეგობრონ, ვისაც პირადად იცნობენ.

- გამოდის, ყოველმხრივ დაუცველები ვართ. საავტორო უფლებებისთვის კი ვიბრძოლებთ, მაგრამ სასამართლოს დასრულებამდე ან მიგვყვება სული ან არა, ვიღაც გაგვლანძღავს და ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა... გამოსავალი არსებობს?.

-  ეს პრობლემები მხოლოდ სოციალური მედიის ბრალი არ არის, ტექნოლოგიებმა წარმოშვა - სოციუმმა იპოვა კომუნიკაცია სოციალურ მედიაში. გარდა ამისა, ცოტა იმპულსური ერი ვართ...

- და აგრესიულიც.

- გეთანხმებით - გამოაქვეყნეთ ინფორმაცია, რომელიც ეხება ვინმეს წარუმატებლობას, და დაიწერება კომენტარები, რომ ღირსია... რატომ ხდება ასე, ამას  მასობრივი ფსიქოლოგიის გააზრება სჭირდება

- მე, პირადად, უფრო ფსიქიატრიისკენ ვიხრები.

- წარმოუდგენელია, ადამიანი სხვისი უბედურებით იკვებებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ასე ხდება. სხვისი უბედურებით ტკბობა კი ძალიან ცუდია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება