მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა, შედეგებთან ერთად მასწავლებლები ტესტის სწორ პასუხებსა და შეფასების სქემებსაც გაეცნენ.
როგორც დაანონსებული იყო, ახლა შედეგების გასაჩივრების ეტაპი იწყება და ამისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს 3 დღეს აძლევს. საკუთარი ქულებით უკმაყოფილო მასწავლებლებს აპელაციაზე განაცხადის შეტანა 9 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
მანამ, სანამ პედაგოგები შედეგებს გაასაჩივრებენ და ამისთვის თანხის გადახდაც მოუწევთ, ჩვენ გთავაზობთ ერთ სტატიაში ყველა საგნის შედეგებს, ტესტის სწორ პასუხებსა და შეფასების სქემებს. გადახედეთ კიდევ ერთხელ და დარწმუნდით, სწორია თუ არა და ემთხვევა თუ არა თქვენი ვარიანტი სწორ პასუხებს.
გამოცდების ცენტრმა შედეგების გასაჯაროება 26 ნოემბერს დაიწყო და პირველივე დღეს 12 საგნის ნაშრომების პასუხებთან ერთად, ტესტების სწორი პასუხებიც გამოაქვეყნა. ესენია: გეოგრაფია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), მათემატიკა (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული.
იხილეთ პირველი 12 საგანი:
მეორე დღეს საგამოცდო ცენტრის ვებგვერდზე კიდევ 4 საგნის შედეგები და სწორი პასუხები განთავსდა. ამჯერად, მასწავლებლები დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-IV), ქართულის, როგორც მეორე ენა, მუსიკის და მათემატიკის (I-VI) შედეგებს გაეცნენ.
ნახეთ სწორი პასუხები შემდეგ საგნებში:
გაეცანით პასუხებსა და შეფასების სქემებს:
ამას მოჰყვა ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) ტესტირების შედეგების გასაჯაროება. გადაამოწმეთ კიდევ ერთხელ:
შემდეგ კი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტირების შედეგები გახდა ცნობილი:
პროფესიული უნარები იყო ბოლო საგანი, რომლის შედეგებისა და ტესტის სწორი პასუხების გაცნობითაც დასრულდა შედეგების გამოქვეყნება.
გადაავლეთ თვალი პასუხებს:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა