მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თეა იმნაძე ლიტერატურულ კონკურს „ზღვაურის“ ფარგლებში მცირე პროზის ჟანრში ოქროს დიპლომითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. თეა კონკურსში წელს პირველად მონაწილეობდა. მისი მოთხრობა ჟურნალ - „ზღვაურის“ დეკემბრის ნომერში დაიბეჭდება.
წარმატებული მოსწავლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამთა კილაძეა, დამრიგებელი კი - ჯულიეტა ჩხაიძე.
ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის - „ზღვაურის“ დაჯილდოება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა. კონკურსის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია პოეტი ბელა ქებურია.
კონკურსში 200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.
კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და წახალისება ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში: პოეზიის, მცირე პროზის, მინიატურის, ზღაპრისა და ფანტასტიკის ჟანრში.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ აჭარის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც კეთილი სურვილებითა და დამატებითი სამახსოვრო საჩუქრებით აჯილდოებდნენ კონკურსის ყველა მონაწილეს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია
ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია