TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

პროგრამა ''eTwinning''-ის ფარგლებში საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი ცხადდება
08-06-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარეის ეროვნული ცენტრი, პროგრამის ''სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან'' (eTwinning Plus) ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ e-Twining-ის პროგრამაში დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას, არიან ინგლისური ენის მასწავლებლები ან აქვთ ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. 

შერჩეული მასწავლებელები გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით 2017 წლის მანძილზე გაემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე დასასწრებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ელექტრონული ფოსტაზე  etwinningplusgeo@tpdc.ge უნდა გაგზავნოთ:

  • თქვენი ავტობიოგრაფია (CV)
  • პროექტის რეფლექსია - მასწავლებელი ეტწინნინგ-ის პორტალზე მის მიერ გახორციელებული პროექტებიდან ირჩევს ერთ-ერთს და აქტივობების დამადასტურებლად უთითებს თვინსფეისის ლინკებს. პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
 

·        მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?

·        რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?

·        რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ? 

·        რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?

·        რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?

·        მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატებადა/ან მოდიფიცირება და რატომ?

·        რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?

ასევე, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeMXzu1JaC8ARYcCY-Zf7EfDhaPn4-ruShOqa0es3wAKrkaLg/viewform?usp=sf_link

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, წარმოდგენილი საბუთების განხილვა და გასაუბრება.

საბუთების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 5 ივლისის ჩათვლით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება