სიახლეები
სკოლები

„ბუნების კარნახით“ - ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი გაკვეთილი ჩატარდა
09-12-2019
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი გაკვეთილი თემაზე: ბუნების კარნახით. მოსწავლეებს გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ლია ხალიჩაშვილი ხელმძღვანელობდა.

„ბუნება ხშირად  გვკარნახობს ამა თუ იმ იდეას. უჩვეულო ფორმის მქონე გირჩში, კენჭსა თუ სხვა თვითნაბად ნივთებში შესაძლოა აღმოვაჩინოთ ისეთი რამ, რაც სხვა ნივთს მოგვაგონებს ან შემოქმედებითად შთაგვაგონებს.

IV კლასის მოსწავლეებმა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ლია ხალიჩაშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს შემოქმედებითი გაკვეთილი- "ბუნების კარნახით".

მოსწავლეთა ჯგუფები მუშაობდნენ ბუნებრივ მასალაზე, ძერწვაზე, ვიტრაჟზე, მოზაიკაზე, თექაზე, აპლიკაციასა და ფერწერაზე. მათ სხვადასხვა რესურსის გამოყენებით შექმნეს ორიგინალური ნამუშევრები, რისი მეშვეობითაც გადმოსცეს თავიანთი შთაბეჭდილებები და იდეები.

მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს წინასწარ მოძიებული ლიტერატურული ნაწარმოებები: ნოველლები, მოთხრობები, ლექსები და სიმღერები, რისი მეშვეობითაც შემოქმედებით გარემოს მეტი მხატვრულობა და ჰარმონიულობა შემატეს.

მოსწავლეები პასუხისმგებლობით იცავდნენ შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას, რაც დაეხმარათ დასახული მიზნის მიღწევასა და ესთეტიკურად სასიამოვო გაკვეთილის ჩატარებაში“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება