მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დეკორატიული ქანდაკებები და სხვა მტვრის შემგროვებლები. სახლში თავისუფალი სივრცე უნდა იყოს, თითოეულ ნივთს უნდა მოჰქონდეს სარგებელი და სიხარული, ამიტომ უსარგებლო ნივთები გადაყარეთ. სახლის ახალი წლის წინ მოწესრიგება ერთგვარი გადატვირთვაა, რომელიც დაგეხმარებათ ახალ წელს ახალი ცხოვრება დაიწყოთ. ფსიქოლოგები საერთოდ არ გვირჩევენ სახლში დეკორატიული ქანდაკებების ქონას, რადგან ისინი აგროვებენ არა მხოლოდ მტვერს, არამედ ცუდ ენერგიას.
დამტვრეული ჭურჭელი. გაბზარული და დაკაწრული დაუყოვნებლივ უნდა გადაყაროთ. ასეთი ჭურჭლის სახლში შენახვა არ შეიძლება. ამიტომ გადაყარეთ ძველი საჭრელი დაფა, სახეხი, ქვაბი, რომლის თავსახური დაკარგეთ, ცარიელი ყუთები და ქილები - ყველაფერი ამის ადგილი თქვენს სამზარეულოში არ არის.
არასაჭირო ნივთები. გადაქექეთ ყველაფერი და გადაყარეთ ყველა გატეხილი და უსარგებლო ნივთი: ძველი კომპაქტ-დისკები, ტელეფონის გატეხილი დამტენები, დამტვრეული კალმები, კოსმეტიკის ნარჩენები, ვადაგასული წამლები, ტანსაცმლის ეტიკეტი და სხვა ნივთები, რომლებსაც ვერასდროს გამოიყენებთ, სახლში კი ადგილს იკავებენ.
გატეხილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სავარაუდოდ თქვენ სათავსოში ინახება ჩაიდანი, ტოსტერი, უთო და ასევე სხვა გატეხილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან ისეთი რომელსაც დიდი ხანია არ იყენებთ. ყველაფერი რაც მუშაობს, მიეცით ვიღაცას სხვას, დანარჩენის ადგილი კი ნაგავშია.
უსარგებლო ნივთების მოშორებით გაოცდებით იმდენი ადგილი გამოთავისუფლდება სახლში და რამდენად მარტივი გახდება სუნთქვა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.