მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის საჯარო სკოლაში, X კლასის ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიება #ანიტასთვის და #გაბრიელისთვის ჩატარდა.
აქტივობებში ჩართულნი იყვნენ როგორც მოსწავლეთა მშობლები, ასევე სოფლის მოსახლეობა. სკოლის ტერიტორიაზე წიგნების, ნახატების, ქოთნის ყვავილების, ხელნაკეთი და სხვა სახის ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. მოსწავლეები სტუმრებს სთავაზობდნენ სახეზე მოხატვას, სახალისო ქიმიურ შოუს, ფუნქციონირებდა ბავშვთა გასართობი და სწრაფი კვების სივრცეები.
სპორტის მოყვარულებს სკოლის ეზოში მაგიდის ჩოგბურთით გართობა შეეძლოთ. კალათბურთსა და ფეხბურთში სკოლის მოსწავლეებს, სკოლის კურსდამთავრებულებსა და მოსწავლეთა მშობლებს შორის სპორტულ მოედანზე საჩვენებელი თამაშები გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საქველმოქმედო ღონისძიება სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თავდაუზოგავი შრომის შედეგად შედგა.
„ამ სამაგალითო აქტიურობას მოჰყვა შესანიშნავი შედეგი, მოსწავლეებმა თემის ჩართულობით შეძლეს თავიანთი წვლილი შეეტანათ პატარა ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაში. გარდა ამისა, ყველამ ცხადად დაინახა, რომ საერთო ძალისხმევას დიდი ძალა აქვს და კეთილშობილი მიზნებისთვის საზოგადოების გაერთიანების პირობებში შეუძლებელი არაფერია!
თანადგომისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გვინდა ვუთხრათ სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლელა ქობულაძეს, დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში ნინო ხოსიტაშვილს, სკოლის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და თანამშრომელს! განსაკუთრებული მადლობა სოფლის აქტიურ მოსახლეობას, რომელთა გულისხმიერებამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი